ღია წერილი სოზარ სუბარს

განცხადებები 22 მაისი 2014

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს

 

ბატონ სოზარ სუბარს

 

გვინდა გაცნობოთ, რომ 2014 წლის 11 თებერვალს IDFI - იმ მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 17 სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, მათ შორის ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების, სახელფასო დანამატების, სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია. სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა არ შეასრულა კანონმდებლობით მასზე დაკისრებული  ვალდებულება და ინსტიტუტის მოთხოვნები უპასუხოდ დატოვა.  აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წელს ანალოგიური შინაარსის განცხადებები, რომელიც ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი იქნა ამ საჯარო დაწესებულებაში, სრულად იქნა დაკმაყოფილებული დეპარტამენტის მიერ.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გაუმჭვირვალედ და არა ანგარიშვალდებულად საქმიანობას ადასტურებს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ დღემდე არ არის შესრულებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე დეპარტამენტის ვებ-გვერდზე „საჯარო ინფორმაციის“ გვერდის შექმნას და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხით საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას.  

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისგან თავის არიდება და მთავრობის დადგენილებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნების ვალდებულების არ შესრულება, ასევე ბოლო დროს მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიალური თანხების შესახებ, ბადებს ეჭვებს იმის შესახებ თუ რამდენად სამართლებრივად მიმდინარეობს აღნიშულ დაწესებულებაში სახელმწიფო ფინანსების განკარგვა. 

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ  კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.  კერძოდ:

 

1)    უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  37-ე,  38-ე  და  მე-40  მუხლების  შესაბამისად ნებისმიერ მოქალაქისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

 

2)    უზრუნველყოფილი იქნას დეპარტამენტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219  დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება;

 

3)    უზრუნველყოფილი იქნას დეპარტამენტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სტანდარტის დამკვიდრება.

 

ვფიქრობთ, რომ 2013 წლის დეკემბრის თვეში დიდი ოდენობის პრემიების გაცემის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამდებობის პირთა შორის არსებული მოლოდინი იმისა, რომ ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელი დარჩებოდა ფართო საზოგადოებისთვის. ინსტიტუტი გამოთქვამს იმედს, რომ სამინისტროს მიერ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023