სიახლეების გამოწერა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯები

სიახლეები | კვლევები | კარგი მმართველობა | პუბლიკაციები | ანალიზი 11 აპრილი 2018

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო პროცესის საინიციატივო წინადადებები და ფორმატები, წარმართოს სამშვიდობო პროცესები და მონაწილეობა მიიღოს მათში. აღნიშნული პოლიტიკა ასევე გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო) მცხოვრები პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას. უფრო ზუსტად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები არა-საქართველოს მოქალაქეების (შემდგომში, აფხაზი და ოსი პაციენტების) სამედიცინო მომსახურება, რაც ხორციელდება „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.


საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, IDFI-მ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014-2017 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური მომსახურებით მოსარგებლეთა სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნით მიმართა. სამინისტრომ კვლევის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია IDFI-ის სრულყოფილად მიაწოდა.

 

ძირითადი მიგნებები


-2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო.


- 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650).


- 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა.


- 2014-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო ტრანსპორტირებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა.


- 2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი)


- ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.

 

 

ანალიზი მომზადებულია პროექტის - საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას.

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/idfi_general/Expenses_of_medical_care_of_patients_living_in_occupied_territories_geo.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს გლობალური ლიდერი

16.04.2018

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯები

11.04.2018

IDFI-ის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ყირგიზეთში

06.04.2018
განცხადებები

დეპუტატ არველაძის ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის მიზნებსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს

19.04.2018

კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურვის ინიციატივას ეხმიანება

31.03.2018

კოალიცია ყოფილი მოსამართლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

20.03.2018

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იწყებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს”

01.03.2018
ბლოგპოსტები

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გასცა

09.03.2018

როგორ ვებრძოლოთ კორუფციას შესყიდვებში: გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის პროექტი

04.12.2017

მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმოხილვა

30.11.2017

ქ. თბილისის საკრებულოს ავტომობილების გამოყენების პრაქტიკა

10.10.2017