IDFI-ს ექსპერტმა ეუთოს მე-12 სამხრეთ კავკასიური მედია კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 30 სექტემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა ეუთოს მე-12 სამხრეთ კავკასიური მედია კონფერენციაზე გააკეთა მოხსენება „ციფრულ მაუწყებლობაზე საქართველოს გადასვლა და მისი გავლენა მედია პლურალიზმზე“.


29-30 სექტემბერს თბილისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშირისო ექსპერტები და მედია ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. კონფერენცია სახელწოდებით „გაციფრულება მედიის თავისუფლებისთვის“ მიზნად ისახავდა იმ გამოწვევების ანალიზს, რაც ციფრულ ერაში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას წარმოიქმნება რეგიონში.


უჩა სეთურმა შეაჯამა საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი და კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ყველა ეტაპის შესახებ, რომელიც განხორციელდა სახელმწიფო სტრატეგიის შექმნიდან მის სრულ რეალიზაციამდე.


IDFI-ს ექსპერტმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის მნიშვნელობას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში. მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებულ თავდაპირველ სტრატეგიაში მულტიპლექსის ოპერატორი სახელმწიფო უნდა გამხდარიყო, არსებობდა რისკები პატარა მაუწყებლების გაქრობის და ზოგადად სამაუწყებლო ბაზრის მონოპოლიზაციის, თუმცა, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების, უმთავრესად კი კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მუშაობის შედეგად შეიცვალა სტრატეგია, რის შედეგადაც მოხდა მულტიპლექსების კერძო კომპანიებისთვის გადაცემა და უზრუნველყოფილია პლურალისტური გარემო.


საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი უჩა სეთურმა საერთო ჯამში წარმატებულად შეაფასა და თქვა, რომ გაიზარდა შესაძლებლობა მედიის კონტენტის მწარმოებელი იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ეთერში გასვლა სურთ, რასაც აქამდე ვერ ახერხებდნენ შეზღუდული რესურსის გამო.


უჩა სეთურმა ამ ეტაპისთვის მთავარ გამოწვევად დაასახელა ციფრულ საეთერო ქსელთან დაშვების რეგულაციები, რაც უახლოეს პერიოდში უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს.

 

/public/upload/IDFI/Digital/DTT-Georgia-and-Media-Pluralism.pptx

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024