საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და მისი გამოწვევები საქართველოში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 14 იანვარი 2015

ხუთშაბათს, 15 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მართავს დისკუსიას სახელწოდებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და მისი გამოწვევები საქართველოში“. დისკუსია იმართება პროექტის "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)" ფარგლებში.


სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ მოიცავს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელებას. 15 იანვრის დისკუსია დაეთმობა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირველადი შედეგების საფუძველზე მისი საშუალო და მოკლევადიანი გამოწვევების განხილვას დასახელებულ სტრატეგიასთან მიმართებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო, საერთაშორისო, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სხვა სპეციალისტები.


ძირითადი მომხსენებლები იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ზაზა სოფრომაძე და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი ბატონი გაიოზ თალაკვაძე, რომლებიც შეეხებიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირველად შედეგებს, ბატონი დევი ხიჩნაშვილი, რომელიც შეაფასებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას კერძო სადაზღვევო სექტორის გადმოსახედიდან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი თენგიზ ვერულავა, რომელიც ისაუბრებს საქართველოში სოციალური დაზღვევის კონკურენტული სადაზღვევო მოდელის არსებობის პერსპექტივების შესახებ.


,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)". პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023