ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თანამდებობიდან განთავისუფლებული მინისტრების უწყებებში

განცხადებები 21 ივლისი 2014

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს სამინისტროებში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, კერძოდ, დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლდა 7 მინისტრი. 

 

გვსურს აღვნიშნოთ, რომ თანამდებობიდან განთავისუფლებული მინისტრების უმეტესობის ხელმძღვანელობით სამინისტროებმა განიცადეს მნიშვნელოვანი პროგრესი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლებიც, ინსტიტუტის შეფასებით, 2013-2014 წლებში იკავებდნენ მოწინავე პოზიციებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების რეიტინგში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის მიხედვით.

 

IDFI გამოთქვამს იმედს, რომ ის ახალი მინისტრები, რომლებიც დაინიშნებიან აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებად, გააგრძელებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკას და გამჭვირვალე და ღია მმართველობა იქნება მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

 

გვსურს კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ 2013 წლის ოქტომბერი - 2014 წლის მარტის  პერიოდში ინსტიტუტის მიერ საქართველოს სამინისტროებში განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები:

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023