"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) არის არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი. ინსტიტუტის დამფუძნებლები არიან ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი დარეგისტრირებულია ქ. თბილისში, 18 ივნისს 2009 წელს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მისია არის სხვადასხვა ღონისძიებებისა და საქმიანობების ინიციირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ინტერნეტ-რესურსების განვითარებით ხელისუფლების ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა. ინსტიტუტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო არქივების გახსნილობის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა საბჭოთ პერიოდის და ტოტალიტარიზმის შესწავლაში, საარქივო კვლევების განხორციელება.
დევიზი: თავისუფლება ინფორმაციას
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიზნები
- მოსახლეობის გათვითცნობიერებულობის ამაღლებით სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების მხარდაჭერა; - სახელისუფლებო საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცეში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა; - საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული გამჭვირვალობის და ელექტრონული დემოკრატიის დამკვიდრება და განვითარება; - საქართველოში თავისუფალი საინფორმაციო სივრცის შექმნა; - საქართველოში არსებული სამართლებრივი სისტემების გაუმჯობესებისა და არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით სამეცნიერო თუ პრაქტიკული საქმიანობების წარმართვა; - სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერა ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო ბაზის განვითარებაში; - საზოგადოებრივი და სოციალური მნიშვნელობის ინფორმაციის საჯაროობის ხელშეწყობა კანონით გათვალისწინებული საქმიანობით და მეთოდებით; - სხვადასხვა აქტივობებითა და კვლევებით საქართველოს სახელმწიფო არქივებში დაცული დოკუმენტების განსაიდუმლოებისა და მათზე საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა; - საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოთა და უწყებათა მიერ მიღებული, გამოუქვეყნებელი და შეუსწავლელი (წარსულში გასაიდუმლოებული) დოკუმენტების მოძიება, შეგროვება, შესწავლა და წარდგენა ფართო აუდიტორიისა და დაინტერესებული პირებისათვის.
ინსტიტუტი ზემოთხსენებული მიზნების მისაღწევად იყენებს შემდეგი სახის საქმიანობის ფორმებს: