2013 წლის მონაცემები შიდა ქართლის რეგიონიდან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 3 ოქტომბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა).


ამჯერად გთავაზობთ შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც www.opendata.ge -ზე უკვე ხელმისაწვდომია.

შიდა ქართლის რეგიონში 2013 წელს გამგებლებზე და მათ მოადგილეებზე სულ  გაიცა 145 607.5 ლარის ოდენობის პრემია, ხოლო საკრებულოს თავჯომარესა და მის მოადგილეებზე სულ - 119 537,5 ლარი.

 

 

  • ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული სახელფასო უწყისების მიხედვით ქარელის საკრებულოს თავჯდომარეს პაატა ღვინიაშვილს - 2013 წელს პრემიის სახით მიღებული აქვს - 45 050 ლარი, ხოლო მის მოადგილეს სოსო საზანდარიშვილს -28 550 ლარი. ქარელის გამაგებელს და მის მოადგილეებს პრემიის სახით სულ მიღებული აქვთ 68 450 ლარი.

  • გორის გამგებელს და მის ორ მოადგილეს პრემიის სახით მიღებული აქვთ სულ 11 125 ლარი; გორის საკრებულოს თავჯდომარეს დავით რაზმაძეს - 3 975 ლარი, ხოლო მის მოადგილეს ზურაბ როსებაშვილს - 5 150 ლარი.

  • კასპის გამგებელსა და მის სამ მოადგილეზე ჯამში - 33 920 ლარი, კასპის საკრებულოს თავჯდომარეს დავით მესროფაშვილს - 5 300 ლარი და მის მოადგილეს გიორგი გოგოლაურს - 10 850 ლარი.

  • ხაშურის გამგებელსა და მის სამ მოადგილეზე - 32 112.5 ლარი; ხაშურის საკრებულოს თავჯდომარეს დავით ლომიძეს - 12 587.5 ლარი და მის მოადგილეს გიორგი ცხადიაშვილს- 8075 ლარი.

 

2013 წელს შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაუდებელი აუცილებლობის წესით განხორციელებულ შესყიდვებზე ჯამში 2 623 915.36 ლარი დაიხარჯა, აქედან ყველაზე დიდი ხარჯი - 1 518 469 ლარი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასწია ხოლო ყველაზე მცირე ხარჯი - 34 599.25 ლარი - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. გასულ წელს შიდა ქართლის რეგიონში გადაუდებელი შესყიდვებისთვის დახარჯული თანხები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

2013 წელს შიდა ქართლის თვითმმართველი ორგანოების მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ  შეადგინა  28 376.59 ლარი:

  • გორის მუნიციპალიტეტის მიერ ჯამში - 22 129,29 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი იქნა გაწეული, ყველაზე დიდი თანხა - 11 889.5 ლარის ოდენობით (საკრებულო - 5325 ლარი, გამგეობა - 6 564,50 ლარი) გამოიყო „გორის დღეებთან“ გამართულ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლებაზე.

  • ხაშურის მუნიციპალიტეტის  მიერ  - 4 357.3 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი იქნა გაწეული, აქედან ყველაზე დიდი თანხა - 519 ლარი გამოიყო ქალაქ ხაშურში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლების სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობასთან დაკავშირებით.

  • ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული იქნა 1 890 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი, მოწოდებულ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული რა ღონისძიებისთვის დაიხარჯა თანხა.

  • როგორც, მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა კასპის მუნიციპალიტეტს 2013 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები არ გაუწევია.

2014 წლის აპრილის მონაცემებით შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების ბალანსზე რიცხული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია გამოიყურება შემდეგნაირად:

  • გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 10 ავტომობილი, საერთო ნარჩენი ღირებულებით - 237 751.61 ლარი, მათ შორის 2012 წელს 133 389 ლარად შეძენილი Toyota Land Cruiser.

  • ქარელის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 21 ავტომობილი, ნარჩენი ღირებულებით 503 826.1 ლარი, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 2014 წლის აპრილის მონაცემებით ქარელის საკრებულოს თავჯდომარეს მფლობელობაში იყო 59 484 ლარად შეძენილი 2012 წლის გამოშვების Hyundai Santa Fe.

  • კასპის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 12 ავტომობილი, ნარჩენი ღირებულებით - 172 999 ლარი. გამგებელს ემსახურება 2008 წლის Toyota Land Cruiser (შეძენის ფასი - 70 479,66 ლარი, ნარჩენი ღირებულება - 33 831,66 ლარი), ხოლო საკრებულოს თავჯდომარეს - 2009 წლის Hyundai Santa Fe (შეძენის ფასი - 37 700 ლარი , ნარჩენი ღირებულება - 13 195 ლარი.)

  • ხაშურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 34 ავტომობილი, ნარჩენი ღირებულებით 855 405.5 ლარი. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 2014 წლის აპრილის მონაცემებით გამგებლის მფლობელობაში იყო 2008 წელს 64 168 ლარად შეძენილი ავტომანქანა Toyota Prado, ნარჩენი ღირებულებით - 30 801 ლარი.

 

ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვა და რომლის დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმულები:

გორის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024