ტრენინგი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკაზე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 ოქტომბერი 2010

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 22 ოქტომბერს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხით დაინტერესებულთათვის   სპეციალური ტრენინგი გამართა.

 

ღონისძიება, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში შედგა, გახსნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ტრეინინგს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების არქივის („The National Security Archive") დირექტორი თომას ბლანტონი, რუსეთის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" („Institute for Information Freedom Development") თავმჯდომარე  ივან პავლოვი და ბულგარეთის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამის" („Access To Information Program") დირექტორი გერგანა ჟულევა უძღვებოდნენ. ტრეინინგის მსვლელობისას გამოიკვეთა საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ამასთანავე მომხსენებლებმა ინფორმაცია მიაწოდეს დამსწრე საზოგადოებას მათ ქვეყნებში სახელმწიფო ინსტიტუტებისდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურების შესახებ. ტრენინგის მსვლელობისას გაირკვა, რომ ამ სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე დაბალი საზოგადოებრივი მოთხოვნაა. აღნიშნულის მიზეზები კი, მოწვეული სტუმრების აზრით, საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობაში უნდა ვეძიოთ.  მეორე პრობლემა, რომელიც ინფორმაციის გამოთხოვნასთანაა დაკავშირებული, საჯარო დაწესებულებების მხრიდან მის გაცემაზე უარის თქმა, ან, გაცემამდე დროის გაჭიანურებაა. თომას ბლანტონის თქმით, სიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ანალოგიურია. ოფიციალურად, ორგანიზაციები ვალდებულნი  არიან,  რომ  ინფორმაცია ოცი სამუშაო დღის ვადაში გასცენ, თუმცა როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ეხება,  ეს პერიოდი, ხშირად, ერთ ან ორწლამდე გრძელება. საჭირო ცნობების მისაღებად, თომას ბლანტონის აზრით, ორი გზა არსებობს: პირველი - სასურველი ინფორმაციის დაჟინებული და პერმანენტული მოთხოვნა იქამდე, სანამ მიზანს არ მიაღწევ,  და მეორე - სამთავრობო კულუარებში კარგი სანაცნობო წრის არსებობა. უკიდურეს შემთხვევაში, ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოსთვის მიმართვაც ხდება საჭირო.

 

თომას ბლატონმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ეროვნული უსაფრთხოების არქივის პრაქტიკაში ყველაზე საინტერესო გასაჯაროებული დოკუმენტები. გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების არქივის დირექტორი ჟურნალისტებს ერთ სასარგებლო რესურსსაც ურჩევს, ესაა:  „EFFECTIVE FOIA (Freedom Of Information Act) REQUESTING for EVERYONE" (http://www.gwu.edu/~nsarchiv/nsa/foia/foia_guide.html), რომელიც მათ საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვნას გაუადვილებს.

 

ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს ასევე რუსეთის „ინფორმაციისთავის უფლების განვითარების ინსტიტუტის" თავმჯდომარემ ივან პავლოვმა და და ბულგარეთის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამის" დირექტორმა -  გერგანა ჟულევამ და საზოგადოებას გაუზიარეს მათი ორგანიზაციების გამოცდილება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საქმეში. ბატონმა პავლოვმა ასევე ისაუბრა რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური სახელმწიფო ვებ-გვერდების მონიტორინგების პრაქტიკაზე და მათ შედეგებზე. ტრენინგის მიმდინარეობისას, საკუთარი ორგანიზაციის სახელით სამივე სტუმარმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართველ ჟურნალისტებთან  ითანამშრომლოს და მოთხოვნის შემთხვევაში  ნებისმიერ მათგანს მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოს. როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი",  „ეროვნული უსაფრთხოების არქივთან" ერთად,  ახალი პროექტის წამოწყებასაც აპირებს, რომლის მიზანი აშშ-სსაჯარო დაწესებულებებში საქართველოზე არსებული დოკუმენტების შეგროვებაა .ეს მასალა შემდგომში ინსტიტუტის ვებ-გვერდზე“გამჭირვალე არქივების” განყოფილებაში აიტვირთება, რომელიც სპეციალურად საარქივო პროექტის ფარგლებში შეიქმნება. 

 

 

 



 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024