“დეოლიგარქიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი: ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაცია და მისი აღსრულების პერსპექტივები

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | ანალიზი 14 ივნისი 2023

ვენეციის კომისიამ საქართველოს მოუწოდა უარი თქვას ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლის პერსონიფიცირებულ მიდგომაზე - სპეციალურ კანონზე. ვენეციის კომისიის მითითებით, პარადოქსია, “დეოლიგარქიზაციის” კანონის აღსრულება მოსთხოვო ინსტიტუტებს, რომლებშიც, როგორც ჩანს, ოლიგარქიულ გავლენებს ფესვები აქვს გადგმული.

 

ვენეციის კომისიის მოსაზრებით, „ოლიგარქიზაციის“ პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ თითოეულმა სახელმწიფომ თავისი ისტორიული, სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის გააზრებით განსაზღვროს ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლის მეთოდები.

 

ამ ფონზე, “ოლიგარქიზაციასთან” ბრძოლის სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად, ვენეციის კომისიამ საქართველოს მოუწოდა გაატაროს სათანადო რეფორმებიმოქმედი კანონმდებლობის აღსასრულებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, ვენეციის კომისიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სექტორზე. ვენეციის კომისიის მითითებით, რეფორმები უნდა იყოს სისტემური, ყოვლისმომცველი და  შეუქცევადი/ინტენსიური (“relentless”).

 

აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით ვენეციის კომისიამ გაიზიარა სამოქალაქო ორგანზაციების პოზიცია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციით, ევროკავშირის სხვა რეკომენდაციების რეალური იმპლემენტაცია, თავისთავად, გადაჭრიდა “დეოლიგარქიზაციის” პრობლემას, ვინაიდან ძლიერ და რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებში ოლიგარქიული გავლენებისთვის სივრცე არ რჩება.

 

ვენეციის კომისიის ამ დასკვნით მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების საჭიროება მათი რეალური დამოუკიდებლობის,  ეფექტურობის,  კოორდინაციისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. 

 

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონს.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მმართველი პარტიის არგუმენტი ვენეციის კომისიის დასკვნისა და ევროკავშირის მოთხოვნების ურთიერთწინააღმდეგობის თაობაზე სიმართლისგან შორს დგას.  აღნიშნულს ადასტურებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება. ამდენად, საქართველოს მიერ ვენეციის კომისიის დასკვნის გაუთვალისწინებლობას და კანონის არსებული ფორმით მიღებას ნეგატიური გავლენა ექნება სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.

 

/public/upload/Analysis/Deoligarchization.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

04.12.2023

IDFI-მ აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

01.12.2023

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ხარჯები

27.11.2023

ეროვნული კანონმდებლობა, კონვენცია და საჯარო ინფორმაციის უფლება: პრაქტიკული რჩევები შედეგიანობის გასაზრდელად

24.11.2023
განცხადებები

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასა და დეზინფორმაციის მიმართულებით ახალ დათქმას ეხმაურება

10.11.2023

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისიას

02.11.2023

ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს

30.10.2023

ვეხმიანებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან ნემსაძის კენჭისყრის პროცესს

18.10.2023
ბლოგპოსტები

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023

საქართველოს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების უმუშევრობის დონე

05.10.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები

29.09.2023