მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

IDFI მედიაში 2 ივლისი 2013

რეგიონებში მოსახლეობის 67%-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია

2013.06.12  |  13:50

რეგიონებში მოსახლეობის 67%-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია

რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის 67%-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია.  სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის 22,4% აცხადებს, რომ ინტერნეტი არ სჭირდება. 27,9%-ს ხელი არ მიუწვდება კომპიუტერზე, 10,9%-ს კი მოდემზე. 17,9%-ს არ აინტერესებს და არც უნდა ინტერნეტის გამოყენება. 11,1%-მა არ იცის როგორ გამოიყენოს ინტერნეტი. 1,6% ინტერნეტს იმიტომ არ იყენებს, რომ ძვირია. 0,9% ფიქრობს, რომ ინტერნეტის გამოყენება ხელს შეუშლის მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. 0,6%-ს მიაჩნია, რომ ინტერნეტი უგემოვნო და ამორალურია. 

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის „კავკასიის ბარომეტრი 2012“-ის მიერ,  ჩატარებული კვლევის შედეგებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.

IDFI-ს ინფორმაციით, ინტერნეტ მომხმარებლების მზარდი ტენდენციის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობას აღნიშნულ ქსელზე ხელი არ მიუწვდება. ამ მხრივ, განსაკუთრებით სერიოზული პრობლემებია საქართველოს რეგიონებში.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) 2012 წლის მონაცემების მიხედვით,  წინა წელთან შედარებით, დედაქალაქსა და სოფლებში ინტერნეტის ყოველდღიურად მომხმარებლების რიცხვი გაზრდილია. თუ 2011 წელს, თბილისში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა, 2012 წელს ის 46%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება იგივე მონაცემებს სოფლების შემთხვევაში, 2011 წლის 4%-იანმა მაჩვენებელმა 7%-მდე მოიმატა, ქალაქებში კი ეს მაჩვენებელი ორივე წელს 28% გახლდათ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC)-ის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობა 2011 წლის ბოლოსთან შედარებით, 2012 წელს 27,4%-ით (103 900 ათასით) გაიზარდა და 483 300 აბონენტი შეადგინა. რაც შეეხება სადენიანი ფართოზოლოვანი (DSL და ოპტიკურ-ბოჭკოვანი) მომსახურების აბონენტთა რიცხვს, მათმა რაოდენობამ 2012 წლის ბოლოსთვის 392 000 შეადგინა. აბონენტების უდიდესი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი – 64,1%, ქუთაისში – 6,5%, ბათუმში – 6,3%, რუსთავში – 6,0%, ფოთში – 1,5%, საქართველოს სხვა რეგიონებში კი სულ 15,6%.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ინფორმაციით, 2012 წელს, სადენიანი ინტერნეტის მოხმარების კუთხით, ყველაზე მეტი ინტერნეტმომხმარებელი შემდეგ ქალაქებში დაფიქსირდა: თბილისში - 251 788 ადამიანი, ქუთაისში - 25 530, ბათუმში - 24 838, რუსთავში - 23 446, გორში - 6 013, ფოთში - 5 834, ზუგდიდში - 4 677, ხაშურში - 4 452, თელავში - 3 698, ზესტაფონში კი 3 376 ადამიანი.

რეგიონების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურება: იმერეთი - 37 883, კახეთი - 9 332, მცხეთა-მთიანეთი - 1 702, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 257, სამეგრელო ზემო სვანეთი - 14 838, სამცხე-ჯავახეთი - 7 729, ქვემო ქართლი - 27 782, შიდა ქართლი - 12 873.

საერთო ჯამში, 2012 წელს, საქართველოში სადენიანი ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 392 436, ხოლო უსადენო (Wifi) ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 17 872 ადამიანს შეადგენდა.

DSL-ის მომხმარებელი 211 440 აბონენტია, ოპტიკური ინტერნეტის კი 180 640. რაც შეეხება სადენიან ინტერნეტ აბონენტების რაოდენობას, ამ მხრივ „სილქნეტი“ ლიდერობს 199 736 აბონენტით, მას მოსდევს „კავკასუს ონლაინი“ 121 842 მომხმარებლით, მესამე ადგილზეა „ახალი ქსელები“ – 30 601 აბონენტით.

უსადენო ინტერნეტს, (Wi-fi) ყველაზე აქტიურად ქვემო ქართლში იყენებენ. რეგიონში მას 4 456 ადამიანი მოიხმარს. ყველაზე ნაკლებად კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სტატიის მიხედვით, აქ უსადენო ინტერნეტის 1 მომხმარებელი დაფიქსირდა. 731 ადამიანია მისი მომხმარებელი კახეთში, 1 560 კი მცხეთა-მთიანეთში.

სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ინტერნეტში შესასვლელად აქტიურად იყენებს მობილურ ტელეფონს (16%), სამსახურს (11%) და ინტერნეტ კაფეს (9%).

სტატისტიკური მონაცემებით, მობილური ოპერატორების აბონენტებიდან ყველაზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი „ჯეოსელს“ ჰყავს – 582 606 აბონენტი, მას მოსდევს „მაგთიკომი“ – 380 822-იანი მაჩვენებლით, „მობიტელის“ აბონენტთა მაჩვენებელი კი 378 124 მომხმარებლია.

„კავკასიის ბარომეტრი 2012“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის და ინფორმაციის მისაღებად იყენებს.

იმავე გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტების უმრავლესობა (53,4%) მედია საშუალებებს უნდობლობას უცხადებს. დაბალია ტელეჟურნალისტებისადმი ნდობაც – მოქალაქეების მხოლოდ 29,1% ფიქრობს, რომ ისინი მაყურებელს კარგად ან საშუალოდ კარგად აწვდიან ინფორმაციას.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024