„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ - ფარგლებში, აცხადებს კარგი მმართველობის სკოლის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს.
ახალგაზრდებმა გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები კარგი მმართველობის, საჯარო ადმინისტრირების, კორუფციასთან ბრძოლისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს გამჭვირვალობის რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის ევროინტეგრაციის ჭრილში. ასევე, გაეცნონ და პრაქტიკაში გამოიყენონ საჯარო ფინანსების განკარგვისა და ხელისუფლების საქმიანობის სამოქალაქო კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმებს.
სკოლა განკუთვნილია კარგი მმართველობის, საჯარო მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო ფინანსების განკარგვის მონიტორინგით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, სტუდენტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის.
- საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში და მონაწილეობა საერთაშორისო ინიციატივებში
- ევროინტეგრაციის გზაზე მოთხოვნილი რეფორმები - კორუფციასთან ბრძოლისა და დეოლიგარქიზაციის რეფორმები - სამართლებრივი ბაზა, პრაქტიკა და მთავარი გამოწვევები
- საჯარო მმართველობის რეფორმა, კარგი მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმების კუთხით
- საზედამხედველო და დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება
- ხელისუფლების მონიტორინგის მთავარი მექანიზმები - საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და ინფორმაციის მოძიება, საჯარო ფინანსების განკარგვის მონიტორინგის მეთოდები.
- სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას კარგი მმართველობის რეფორმების შესახებ.
- სკოლის პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ ჯგუფურ და ინდივიდუალურ დავალებებსა და პრეზენტაციებს.
- თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებასთან ერთად, მონაწილეები იმუშავებენ საკუთარ ინდივიდუალურ მოკლე ანალიტიკურ ნაშრომზე / სტატიაზე.
- სკოლის მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.
- სკოლის მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.
- სკოლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ნაშრომი აქციონ ანალიტიკურ სტატიად, რომლის გამოსაქვეყნებლად შერჩევის შემთხვევაში, მიიღებენ ერთჯერად სტიპენდიას.
კარგი მმართველობის 4-დღიანი სკოლა ჩატარდება 2024 წლის 16-20 სექტემბრის პერიოდში, ქალაქგარეთ. სავარაუდო ადგილი - ბორჯომი.
ორგანიზატორები სრულად დაფარავენ პროექტის ხარჯებს. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება თბილისი-ბორჯომი და ბორჯომი - თბილისი; სასტუმროში განთავსება და კვება.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია.
მონაწილეების შერჩევა მოხდება შევსებული აპლიკაციისა და/ან ონლაინ გასაუბრების საფუძველზე.
- ეტაპი I: განაცხადთა შეფასება და გადარჩევა; (შეფასების კრიტერიუმებია: სკოლის მიზნებთან და თემატიკასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის/ინტერესების თავსებადობა; კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის რელევანტურობა და კანდიდატის მოტივაცია);
- ეტაპი II: გასაუბრება და გამარჯვებული კანდიდატების და სარეზერვო კანდიდატების გამოვლენა.
კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@idfi.ge