პროექტის - „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის“ - ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს ტენდერს ვებ-დეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად, ვებგვერდის - ანტოკორუფციული ჰაბი - გასაახლებლად.
ვებგვერდის განახლება ძირითადად მოიცავს შემდეგი გვერდების განახლებას:
· საგანმანათლებლო პროგრამები;
· სახელმძღვანელო ინსტრუქციები (საჭირო იქნება ჩანაცვლება);
· კონკურსები
ასევე, მოიცავს, შემდეგი ახალი გვერდების/ფუნქციების დამატებას:
· ინფორმაცია კურსდამთავრებულების შესახებ/ კურსდამთავრებულთა ქსელი
· ელექტრონული ჟურნალი
ვებგვერდის განახლების შედეგად, შესაძლებელი უნდა იყოს პორტალზე განთავსდეს ინფორმაცია კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, ასევე, კონკურსების შესახებ. კონკრეტულად, შესაძლებელი უნდა იყოს ვიზუალური და საინფორმაციო პოსტების, დოკუმენტების, ვიდეოების, ფოტოების და სხვა ინფორმაციის განთავსება, რაც გამომდინარეობს პლატფორმის მიზნიდან.
გარდა ამისა, ახლადშექმნილ ელ-ჟურნალის განყოფილებაში უნდა გამოქვეყნდეს ანალიტიკური ნაშრომები და შესაძლებელი იყოს შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ასევე, ატვირთული მასალები უნდა დახარისხდეს წინასწარგანსაზღვრული თემატიკის მიხედვით. პლატფორმას უნდა ჰყავდეს ადმინისტრატორი და შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებლების სხვადასხვა დონის დაშვების განსაზღვრა. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ცალკეული ფუნქციები და წვდომა მათთვის განსაზღვრულ ინფორმაციაზე.
სტუდენტად დარეგისტრირებულ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს ცალკეული კურსის ფარგლებში ატვირთულ მასალებს, შეავსოს კურსის ფარგლებში მითითებული დავალებები და ჰქონდეს კომუნიკაცია კურსის ლექტორთან.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს (ვებ-დეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებ-დეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.
სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 მაისი, 24:00 საათი.
გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ Anticorruption Hub
შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური გადაწყვეტილება:
სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს Linux, Apache-ის სასერვერო ინფრასტრუქტურაზე;
გამოყენებული უნდა იყოს პროგრამული ენა - აუცილებელია გამოყენებული იყოს მინიმუმ PHP 5.4 ან უახლესი/მიმდინარე ვერსია.
მონაცემთა ბაზა MySQL;კლიენტის მხარეს დაცული უნდა იყოს w3c markup validation და გამოყენებული ბიბლიოთეკები უნდა იყოს ღია კოდის ლიცენზიით.
უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები (OWASP მოთხოვნები).
სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:
სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.
პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 45 კალენდარული დღისა;
პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზსა და გვერდის დიზაინის შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და ToT ტრენინგს.
მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
1. პროექტის განხორციელების გეგმა;
2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა;
3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ;
4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების შესახებ;
5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:
პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.
ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.
ტენდერით დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ გაეცნონ ვებგვერდის განახლების დეტალურ კონცეფციას თანდართულ დოკუმენტში.
AntiCorruption Hub website modification Concept