ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ფინანსურიანგარიშგების აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასრულებული წლისთვის. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარების (ასს) შესაბამისად.
სატენდერო წინადადების მომზადებისთვის ორგანიზაციის წარსულში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3pacPJJ.
აუდიტორული კომპანია უნდა წარმოადგენდეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას დამას ასევე უნდა ჰქონდეს არაკომერციული ორგანიზაციების ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებზე აუდიტორული დასკვნის მომზადების და გაცემის ავტორიზაცია.
აუდიტორული დასკვნა უნდა გაიცეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართებზე - contest@idfi.ge და n.vepkhvadze@idfi.ge
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 1 დეკემბერი, 18:00 საათი.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: n.vepkhvadze@idfi.ge