ესეების კონკურსი თემაზე: დეზინფორმაციის როლი ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის შემდეგ თემებზე:

- დეზინფორმაციის ევოლუცია: მე-20 საუკუნის პროპაგანდიდან 21-ე საუკუნის ყალბ ამბებამდე;

 

- სიმართლე ციფრულ ეპოქაში: დეზინფორმაციის გავლენა მე-20 და 21-ე საუკუნის ნარატივებზე;

 

- დეზინფორმაციის ეპოქა: ისტორიული ფესვები და თანამედროვე გავლენა;

 

- რეალობის ხელახალი ფორმირება: დეზინფორმაციის როლი ისტორიული ჭეშმარიტების დამახინჯებაში;

 

- ისტორიის გადაწერა: დეზინფორმაციის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნეებში;

 

- ისტორიის ანარეკლი: როგორ აყალიბებს დეზინფორმაცია წარსულის ჩვენეულ გაგებას.

 

 

კონკურსის მიზანი: სტუდენტებში მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში წარსულისა და თანამედროვე მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:

საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს დეზინფორმაციის როლს ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაში, აანალიზებდეს დეზინფორმაციის გავლენას საზოგადოებასა და ისტორიულ ნარატივებზე. ესე შესაძლებელია ფოკუსირებული იყოს საბჭოთა ან თანამედროვე საქართველოს ისტორიის კონკრეტულ პერიოდზე ან საკითხზე ან ზოგად პოლიტიკასა თუ ტენდენციებზე/სფეროებზე.

ესე შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და ღია წყაროების ანალიზზე, ასევე სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე.

კონკურსში მონაწილე უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი, ბაკალავრი ან მაგისტრანტი.

ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე).

ესე უნდა იყოს ავტორის ორიგინალური ნაშრომი და უნდა გვთავაზობდეს მის მიგნებებსა და ანალიზს.

წარმოდგენილი ესე უნდა იყოს ქართულ ენაზე.

 

ესეს სავარაუდო სტრუქტურა:

- სათაური

- თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, აკადემიური ხარისხი)

- შესავალი

- ძირითადი ნაწილი

- დასკვნა

- გამოყენებული ლიტერატურა/დანართები

 

ესეს ტექნიკური მახასიათებლები:

 

- ნაშრომის ფორმატი: MS Word დოკუმენტი

- სიტყვების რაოდენობა: 1500-2500 (სიტყვების რაოდენობაში შედის Footnotes, მაგრამ არ შედის თავფურცელი, გამოყენებული ლიტერატურის სია და დანართები)

- ფონტი: Sylfaen/ Calibri, ზომა - 12

- დაშორება: 1.15

- გვერდის მინდორი:  Normal

- ესეში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

- არ მიიღება ნაშრომები, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია.

 

საკონკურსო პრიზები:

I ადგილი - 700 ლარი

II ადგილი - 500 ლარი

III ადგილი - 300 ლარი

 

IDFI იტოვებს უფლებას, არ გასცეს პრიზი, თუ წარმოდგენილი ესეების ხარისხი არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს.

საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე, საავტორო უფლებების დაცვით.

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 8 იანვარი.

ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge .

გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ "ესეების კონკურსი".

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: 

 

ტელ: +995 32 2 921514

ელ-ფოსტა:  e.kalandadze@idfi.ge

 

კონკურსი იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.