ა(ა)იპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტორული კომპანიის შესარჩევად.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასრულებული წლისთვის. შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტი უნდა მოიცავდეს პერიოდს 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით. როგორც ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ისე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად პროექტული აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარების (ასს) შესაბამისად.
სატენდერო წინადადების მომზადებისთვის ორგანიზაციის წარსულში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3pacPJJ, აგრეთვე შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად ჩასატარებელი აუდიტის პირობები (დონორ ორგანიზაციასთან გაფორმებული პროექტის ხელშეკრულება და ბიუჯეტი) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3rjD7fo
აუდიტორული კომპანია უნდა წარმოადგენდეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიას და მას ასევე უნდა ჰქონდეს არაკომერციული ორგანიზაციების ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებზე აუდიტორული დასკვნის მომზადების და გაცემის ავტორიზაცია.
აუდიტორული დასკვნა უნდა გაიცეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ფინანსური ანგარიშგებისა და შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად აუდიტი.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 23 ნოემბერი, 18:00 საათი.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: n.vepkhvadze@idfi.ge