ზამთრის სკოლა - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, აცხადებს ზამთრის სკოლის „კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების“ მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს. 

 

 

სად და როდის გაიმართება სკოლა?

 

ზამთრის სკოლა ჩატარდება 2022 წლის 10-15 დეკემბრის პერიოდში, გუდაურში, სასტუმრო მარკო პოლოში. IDFI სრულად დაფარავს ზამთრის სკოლის ხარჯებს. 

 

 

დარგის ექსპერტები, სკოლის ფარგლებში,  განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

 

- კონსტიტუციონალიზმი:  ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ადამიანის უფლებები;

 

- ადამიანის უფლებათა დაცვის საზედამხედველო დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტრუმენტები; 

 

-ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოები: სამართლიანი სასამართლოს უფლება;

 

- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პერსონალური მონაცემები და გამოხატვის თავისუფლება;

 

- მედიის თავისუფლება საქართველოში: პრაქტიკული და სამართლებრივი გამოწვევები;

 

- ფარული ელექტრონული თვალთვალის ტექნიკური და სამართლებრივი სისტემა საქართველოში.

 

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  იურიდიული, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის  ფაკულტეტების ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს;  ასევე  საჯარო სამსახურში დასაქმებულ მეოთხე და მესამე და მეორე რანგის მოხელეებს.

 

 

ხარჯები: 

 

IDFI სრულად დაფარავს პროექტის ხარჯებს. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება თბილისი-გუდაური და გუდაური თბილისი; სასტუმროში განთავსება და კვება. 

 

 

როგორ გამოგზავნოთ განაცხადი? 

 

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. ასევე, განმცხადებლის CV (რეზიუმე) უნდა გამოიგზავნოს ზამთრის სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე - winterschool@idfi.ge.

 

შენიშვნა: ზამთრის სკოლის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში IDFI-სთან კომუნიკაცია უნდა მოხდეს ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტით. 

 

 

დამატებითი დოკუმენტები: 

 

განმცხადებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (მაგ. აკადემიური ნაშრომი) ან განმარტებები მოტივაციის თაობაზე (მაგალითად: სამოტივაციო წერილი) რომელიც კონკურსანტის აზრით ადასტურებს მისი კანდიდატურის  თავსებადობას ზამთრის სკოლის მოთხოვნებთან. 

 

შენიშვნა: დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუმცა დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტები ჩაითვლება განაცხადის განუყოფელ ნაწილად და გამოყენებული იქნება კანდიდატის შეფასებისთვის კონკურის II ეტაპზე; დამატებითი დოკუმენტები იგზავნება მხოლოდ ზამთრის სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმესთან ერთად. 

 

 

კონკურსის ეტაპები და გამარჯვებულთა გამოვლენა:

 

მონაწილეების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე. 

 

- ეტაპი I: წარმოდგენილი განაცხადის ფორმალური შესაბამისობის შემოწება კონკურსის მოთხოვნებთან;

 

- ეტაპი II: განაცხადთა შეფასება და გადარჩევა; (შეფასების კრიტერიუმებია: ზამთრის სკოლის მიზნებთან და თემატიკასთან კონკურსანტის კვალიფიკაციის/ინტერესების თავსებადობა; კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის რელევანტურობა და კანდიდატის მოტივაცია; 

 

- ეტაპი III: გასაუბრება და გამარჯვებული კანდიდატების და სარეზერვო კანდიდატების გამოვლენა. 

 

 

კონკურსის III ეტაპზე გადასულ მონაწილეებს შესაძლოა მოეთხოვოთ CV-ში მითითებული გამოცდილების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი, ანდა ზამთრის სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა. 

 

 

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 21 ნოემბერი. 

ელექტრონული ფოსტის “subject” ველში მიუთითეთ “კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ზამთრის სკოლა”. 

 

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ზამთრის სკოლის ელ-ფოსტაზე: winterschool@idfi.ge.