კონკურსი პარტნიორი ორგანიზაციების შესარჩევად

პროექტი "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ეროვნული შეფასება" აცხადებს კონკურსს რეგიონში პარტნიორების შესარჩევად.

 

პროექტი "ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ეროვნული შეფასება" დაფინანსებულია "ღია საზოგადოება საქართველოს მიერ" (OSGF) და ხორციელდება "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის" (CTC) და "მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის" (MSDC) მიერ. პროექტის საბოლოო მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება მუნიციპალიტეტების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესებით.

 

ამისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების სტანდარტის კონსოლიდირება და მის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების დანერგვა. მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასება განხორციელდება შერჩეული პარტნიორი ორგანიზაციების მიერ სპეციალურად შემუშავებული ინსტრუმენტით.

 

პროექტი გაუწევს ზედამხედველობას და საჭიროების მიხედვით მიაწოდებს კონსულტაციებს პარტნიორ ორგანიზაციებს. პარტნიორები ცალკეული მუნიციპალიტეტების შეფასების ანგარიშებს ატვირთავენ ვებპორტალზე და იმავდროულად გააგზავნიან სამიზნე მუნიციპალიტეტში. კონკურსის შედეგად თითოეულ რეგიონში შერჩეული ორგანიზაცია პასუხისმგებელი იქნება უზრუნველყოს რეგიონის მუნიციპალიტეტების შეფასება პროექტის სტანდარტისა და მეთოდოლოგიის მიხედვით. პროექტი უზრუნველყოფს სპეციალისტების გადამზადებას, მიმდინარე მხარდაჭერას და კონსულტირებას. ასევე შეფასებაზე გაწეული ხარჯების დაფარვას.

 

შერჩეული ორგანიზაციების წარმომადგენლებს სპეციალური ტრენინგის და შესაბამისი ტესტირების შემდეგ გადაეცემათ სერტიფიკატი და ორგანიზაცია ავტორიზებული იქნება ჩაერთოს მუნიციპალიტეტების ეროვნულ შეფასების პროცესში. თითოეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ექნება 2 თვე სამიზნე მუნიციპალიტეტებში შეფასების ჩასატარებლად.

 

პროექტში მონაწილეობის პირობები:

 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ რეგიონულ ორგანიზაციებს, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ:

 

1. ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ საქართველოს რეგიონებში (გარდა თბილისისა);

 

2. დაფუძნებული არიან სულ მცირე 2 წლის წინ, აქვთ უწყვეტი საქმიანობის გამოცდილება მინიმუმ ბოლო ერთი წლის მანძილზე (ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული ან მიმდინარე სულ მცირე ერთი პროექტი);

 

3. შეუძლიათ სულ მცირე ორი ექსპერტის კანდიდატურის წარდგენა, რომელთაც აქვთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;

 

4. გააჩნიათ სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო საბაზო ინფრასტრუქტურა (ოფისი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ტელეფონი და სხვ.).

 

 

უპირატესობა მიენიჭათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ზემოხსენებულთან ერთად:

 

1. მუშაობენ ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საკითხებზე, ან გააჩნიათ შესაბამისი პროფილი და სამოქალაქო მონიტორინგის გარკვეული გამოცდილება;

 

2. აქვთ აქტივობების გამოცდილება სამიზნე რეგიონის ორ და მეტ მუნიციპალიტეტში;

 

3. მათ მიერ წარმოდგენილ სპეციალისტებს აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მონაწილეობის მექანიზმებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზისა და ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა და საჯარო ორგანიზაციების მონიტორინგის გამოცდილება.

 

 

ხარჯების დაფარვა მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიკრო გრანტის საშუალებით. რეგიონების მიხედვით მიკრო გრანტების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5000 ლარს.

 

 

სააპლიკაციო პროცედურა:

 

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული განაცხადი თანდართული ფორმის მიხედვით და სულ მცირე 2 სპეციალისტის რეზიუმე შემდეგ მისამართზე tamar.naskidashvili@ctc.org.ge

 

 

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2016 წლის 11 ნოემბერი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თამარ ნასყიდაშვილს, პროექტის მენეჯერი, "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი." 

 

ტელ: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

 

ელ.ფოსტა: tamar.naskidashvili@ctc.org.ge