კონკურსი - პროექტის შემფასებელი

პროექტის „PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს პროექტის შემფასებლის შესარჩევად.

 

პროექტის შესახებ:

 

„PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად. 

 

პროექტის ხანგრძლივობა: 10 ოქტომბერი 2019 – 10 იანვარი 2022.

 

პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, PAR-ის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და გადახედვის პროცესში ინოვაციების, შესაძლებლობების გაძლიერების, დაინტერესებულ მხარეთა დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.

 

პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.

 

პროექტის შემფასებლის ამოცანა:

 

პროექტის შემფასებლის ამოცანაა, პროექტის ინდიკატორებსა და აქტივობებზე დაყრდნობით ინგლისურ ენაზე მოამზადოს პროექტის გავლენის შეფასება - რამდენად იქნა მიღწეული პროექტის მიზნები და ამოცანები და რამდენად მდგრადია პროექტის შედეგები.

 

პროექტის შეფასებისას გამოყენებული იქნება სამაგიდე კვლევის მეთოდი (პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევების, ანგარიშებისა და სხვა მასალების ანალიზი), ასევე ინტერვიუები იმ პირებთან, რომლებზეც უშუალოდ აისახა პროექტის შედეგები. 

 

ვადები:

 

პროექტის შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული ძირითადი სამუშაოები (მასალების ანალიზი და ინტერვიუები) უნდა დასრულდეს 7 მარტამდე, ხოლო საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადაა 30 მარტი. 

 

ანგარიშის სტრუქტურა:

 

შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:

 

- სარჩევი;

 

- პროექტის შინაარსის მოკლე აღწერა;

 

- შეფასების მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა;

 

- პროექტის მიღწევების აღწერა;

 

- პროექტის გამოწვევების აღწერა; 

 

- რეკომენდაციები პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად;

 

- დასკვნა/მოკლე შეჯამება.

 

 

შერჩევის კრიტერიუმები:

 

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

 

- კვლევითი მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;

 

- ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა;

 

- საჯარო სამართლის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.

 

IDFI უპირატესობას მიანიჭებს კანდიდატებს, რომელთაც აქვთ მსგავსი შინაარსის ან/და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შეფასების გამოცდილება.

 

წარსადგენი დოკუმენტაცია

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

- დეტალური CV;

 

- შესრულებული ანგარიშის ნიმუში;

 

- შეფასებისას გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა.

 

გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge .  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ PAR პროექტის შემფასებლის კონკურსი.  

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 თებერვალი.