კონკურსი/ტენდერი ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად

პროექტის „ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“ ფარგლებში (რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფართო ინიციატივის ნაწილს), ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),  აცხადებს ტენდერს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად.

 

ვებდეველოპერისა და დიზაინერის ერთობლივი მუშაობით უნდა შეიქმნას ელექტრონული მონიტორისთვის (მოდელი: Prestigio Digital Signage 43) დიზაინი, პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდისგან დამოუკიდებელად ფუნქციონირებადი პროგრამა/აპლიკაცია და მოხდეს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება. 

 

ელექტრონული მონიტორი განთავსდება საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში. პარლამენტის ვიზიტორთა ცნობიერების გაზრდის მიზნით, ელექტრონულ მონიტორში განთავსდება ინფორმაცია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პარლამენტის საქმიანობის შესახებ.

 

ელექტრონული მონიტორი არის სენსორული ეკრანით (touch screen), რომელშიც ჩაშენებულია კომპიუტერი (Android-ის და Windows სისტემებით)  და მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია მონიტორის ყველა ფუნქციის გამოყენება და მენიუში ოპერირება.

 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.

 

შერჩეულ დეველოპერსა და დიზაინერს გაეგზავნება ელექტრონული მონიტორის დეტალური კონცეფცია.

 

გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge.  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ელექტრონული მონიტორის დიზაინი და პროგრამირება

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 5 სექტემბერი, 18:00 საათი.

 

სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:

 

სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.

 

პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;

 

პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზსა და გვერდის დიზაინის შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და ToT ტრენინგს.

 

მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

 

1. პროექტის განხორციელების გეგმა;

2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა;

3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ;

4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების შესახებ;

5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას.

 

ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.