„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და სახელმწიფოინსპექტორისსამსახური, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერით, აცხადებენ ერთობლივ საზაფხულო სკოლას თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“.
თუ ხარ:
მოტივირებული,
აქტიური,
საქართველოში ავტორიზებული რომელიმე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი,
გაინტერესებს:
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,
- პერსონალური მონაცემები,
- ადამიანის უფლებები,
მაშინ ეს პროექტი შენთვისაა.
რას გთავაზობთ?
ჩაერთე საზაფხულო სკოლაში, გაიღრმავე ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, შეიძინე ახალი მეგობრები და გაატარე 5 დღე საინტერესო ატმოსფეროში.
როდის?
2-7 აგვისტოს
სად?
სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, ჩაქვი
როგორ მიიღო მონაწილეობა?
გამოგზავნე CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა) 20 ივლისის ჩათვლით ელ. ფოსტაზე - summerschool@stateinspector.ge
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე.