ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში “.
კონკურსის მიზანია: საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავთან დაკავშირებით, სტუდენტებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება და პოპულარიზაცია და საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:
საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას, ამ პერიოდის შესახებ თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებას ან/და მასთან დაკავშირებულ მეხსიერების პოლიტიკას.
ნაშრომის ძირითადი ნაწილი უნდა იყოს ან 1921 წლის თებერვლის პოლიტიკური, სოციალური, საერთაშორისო და სამხედრო ვითარების ისტორიული ანალიზი ან/და საბჭოთა ოკუპაციის შესახებ თანამედროვე საქართველოს კოლექტიური მეხსიერებისა და მასთან დაკავშირებული მეხსიერების პოლიტიკის ანალიზი. ესე შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც საარქივო მასალების, პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციისა და ღია წყაროების, ლიტერატურული თუ სხვა მხატვრული ნაშრომების ანალიზზე, ასევე ისტორიული, სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე.
კონკურსში მონაწილე უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრანტი ან მაგისტრი.
ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე).
ესე უნდა იყოს ავტორის ორიგინალური ნაშრომი და უნდა გვთავაზობდეს მის მიგნებებსა და ანალიზს.
წარმოდგენილი ესე უნდა იყოს ქართულ ენაზე.
ესეს სავარაუდო სტრუქტურაა:
სათაური
თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია
(კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, აკადემიური ხარისხი)
შესავალი
ძირითადი ნაწილი
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა/დანართები
ესეს ტექნიკური მახასიათებლები:
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word დოკუმენტით
სიტყვების რაოდენობა 1500-2500 სიტყვა
(სიტყვების რაოდენობაში შედის Footnotes, მაგრამ არ შედის გამოყენებული ლიტერატურის სია და დანართები)
ფონტი: Sylfaen/Calibri, ზომა - 12
დაშორება - 1.15
გვერდის მინდორი: Normal
ესეში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
არ მიიღება ნაშრომები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:
1. ნაშრომის შესაბამისობა კონკურსის თემასთან
2. შინაარსობრივი გამართულობა
3. არგუმენტაციისა და ანალიზის ხარისხი
4. ნაშრომის სტრუქტურა
5. ნაშრომის სტილისტური და გრამატიკული გამართულობა
საკონკურსო პრიზები:
I ადგილი - ₾700
II ადგილი - ₾500
III ადგილი - ₾300
საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge) და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 თებერვალი.
ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში“.
გამარჯვებული და პრიზიორი ესეები გამოქვეყნდება IDFI-ს ვებგვერდებზე.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: ელ-ფოსტა: m.kartsivadze@idfi.ge
კონკურსი იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.