პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“
ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი
საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გიწვევთ, რეფორმის ფარგლებში ადგილობრივ დონეზე განხორციელებული აქტივობების მონიტორინგისა და რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანს წარმოადგენს, საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის განხორციელების პროცესის ალტერნატიული მონიტორინგი ინოვაციების, სხვადასხვა აქტორებთან დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.
პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერასამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ - ძირითადი ამოცანებია:
- საჯარო მმართველობის რეფორმის იმპლემენტაციის მხარდაჭერა ინოვაციების, სხვადასხვა აქტორებთან დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გზით და სამოქმედო გეგმისა და გზამკვლევის გადახედვა;
- საქართველოს საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის, განჭვრეტადობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება;
- საჯარო მმართველობის რეფორმის ზედამხედველობა.
პროექტი ხორციელდება შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა.
პროექტი ხორციელდება შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი (ახმეტა), ქვემო ქართლი (მარნეული), იმერეთი (ქუთაისი), სამეგრელო (ზუგდიდი და ფოთი), აჭარა (ბათუმი).
საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონულ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ხელშეწყობას. გრანტის მიმღები ორგანიზაციები შეაფასებენ ადგილობრივ დონეზე PAR-ის რეფორმის განხორციელებას, ასევე, ყველა ადგილობრივი დაინტერესებული მხარის ჩართულობით გამართული საჯარო განხილვებისა და სამუშაო შეხვედრების საშუალებით, გამოკვეთენ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ასევე ჩაერთვებიან მონიტორინგისონლაინპლატფორმის, PAR tracker-ის ფუნქციონირებაში.
წარდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- ნათლად იყოს დასაბუთებული პროექტში დასმული საკითხის/პრობლემის აქტუალობა;
- ნათლად ჩანდეს, რომ განმცხადებელ ორგანიზაციას ესმის, რა გარემოში/ვითარებაში მოუწევს პროექტის განხორციელება;
- საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა იყოს კონკრეტული, რეალისტური და კარგად სტრუქტურირებული;
- პროექტის მიზნების მისაღწევად ხელი შეუწყოს არასამთავრობო სექტორს, ხელისუფლებას, მედიას, ბიზნესს, მოქალაქეებს და/ან სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას;
- გაანალიზებული იყოს პოტენციური რისკები და მათი შემცირების/პრევენციის გზები.
- პროექტის განმახორციელებელი პირი მზად უნდა იყოს საკუთარი ან დონორებისგან მოზიდული სახსრებით დააფინანსოს დამტკიცებული ბიუჯეტის 10 პროცენტის ოდენობა.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება და კონკურსს ავტომატურად გამოეთიშება პროექტები, რომლებიც გულისხმობენ:
- რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას ან/და ლობირებას;
- რელიგიურ ღონისძიებებს (თუმცა, შესაძლოა დაფინანსდეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი განაცხადი, რომელიც არ ემსახურება რელიგიურ მიზნებს და შეესაბამება მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის მოთხოვნებს);
- ჰუმანიტარულ საქმიანობას;
- მეცნიერულ კვლევას;
- ტრენინგს ორგანიზაციულ განვითარებაზე ან/და დაფინანსების ახალი წყაროების განსაზღვრაზე (ე.წ. ფანდრაიზინგზე);
- ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ სამოგზაურო გრანტებს;
- კომერციული დანიშნულების კაპიტალურ მშენებლობას.
გრანტების გაცემა
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 11 პროექტი. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 9,500 ევროს, ხოლო ხანგრძლივობა 9 თვეს.
საგრანტო თანხების გამოყენება მხოლოდ პროექტში გაწერილი საქმიანობისთვის არის შესაძლებელი. საია იტოვებს უფლებას, დააფინანსოს ნებისმიერი წარმოდგენილი პროექტი ან არ დააფინანსოს არცერთი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები და დაფინანსების პრიორიტეტები
საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ან/და რამდენიმეს ერთად, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
1. საქმიანობენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამასთანავე კარგად იცნობენ რეგიონებში არსებული გამოწვევებს საპროექტო თემის ირგვლივ;
2. აქვთ საჯარო მმართველობის თემატიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
3. მიღებული აქვთ მონაწილეობა საია-სა და IDFI-ს მიერ განხორციელებულ ტრენინგში საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებზე, ამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ძირითადი აპლიკანტი, თუმცა მის პარტნიორს შესაძლოა არ ჰქონდეს გავლილი ტრენინგები რაც არ წარმოადგენს შეზღუდვას;
4. საქმიანობის განხორციელების მიზნით იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს/ტექნოლოგიებს;
5. პროექტის განხორციელებაში სხვადასხვა გზით რთავენ მოქალაქეებს;
ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:
- ჰქონდეთ მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ჰქონდეთ გამჭვირვალე საბუღალტრო სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან;
- არ ჰქონდეს დავალიანება. ნებისმიერი ვალი სახელმწიფოს ან სხვა პირის წინაშე უნდა იყოს ჩამოწერილი/ანაზღაურებული, ან ვალის დაფარვა უნდა მოხდეს საიას გრანტის პირველი ტრანშის მიღებამდე;
- უნდა ფუნქციონირებდეს როგორც დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია.
საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არ აქვთ უფლება, იყვნენ პროექტის დირექტორები, ან/და პროექტიდან მიიღონ ანაზღაურება.
საგრანტო განაცხადების წარდგენის პროცედურები
საგრანტო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე: gyla@gyla.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის გამოგზავნისას დასახელებაში მიუთითოთ „საგრანტო კონკურსი“.
საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. საგრანტო განაცხადი - შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის ბიუჯეტი (თანდართული ფორმატის მიხედვით);
2. ორგანიზაციის წლიური ანგარიში (ფინანსური და ტექნიკური) - ასეთის არსებობის შემთხვევაში;
3. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან/და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, ამ ორგანიზაციების თანხმობის წერილები;
4. ორგანიზაციის უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან http://www.reestri.gov.ge/);
5. ორგანიზაციის უახლესი შედარების აქტის ასლი (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან www.rs.ge);
6. ორგანიზაციის შიდა რეგულაციები.
წარმოდგენილი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
- პროექტის აღწერა (25%)
- მენეჯმენტი და ტექნიკური შესაძლებლობა (30%)
- ხარჯების გონივრულობა (20%)
- გამოცდილება და საკითხის ცოდნა (25%)
წარმოდგენილსაგრანტო განაცხადებს საია გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისიმხოლოდიმშემთხვევაშიდაიშვება, თუამას მოითხოვს საქართველოსკანონმდებლობაან/და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. სხვა დონორებთან კოორდინაციის მიზნით, საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაცია გავრცელდება იმ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში.
საგრანტო პროგრამის ვადები
კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება |
20 ნოემბერი, 2020 |
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა |
25 ნოემბერი, 2020 |
საიას მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემის ბოლო ვადა |
28 ნოემბერი, 2020 |
საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა |
4 დეკემბერი, 2020, 18:00 სთ |
საგრანტო განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების ვადა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების თარიღები შეიძლება შეიცვალოს) |
18 დეკემბერი |
საკონტაქტო ინფორმაცია
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: gyla@gyla.ge. გთხოვთ, მეილის დასახელებაში მიუთითოთ „შეკითხვა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით“.
___
პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.