ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს მიღებას 2 დღიან ტრენინგზე - ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები
ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?
პროგრამა განკუთვნილია რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის.
ტრენინგის მიზანი:
მონაწილეები გაიღრმავებენ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევებს.
ძირითადი განსახილველი თემები:
- როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში?
- როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას?
- როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან?
- როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია?
ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე და მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში.
ტრენინგის ადგილი და ხანგრძლივობა:
2020 წლის 16-18 ოქტომბერი.
სავარაუდო ადგილი: სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი [გურჯაანის რ-ნი, სოფელი კაჭრეთი] (მოგვიანებით დაზუსტდება ზუსტი ადგილი).
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის 27 სექტემბრისა და გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge
მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებია:
- მოტივაცია და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დასაბუთება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს!
IDFI სრულად დაფარავს შერჩეული კანდიდატების/მონაწილეების ტრანსპორტირების და სასტუმროში ყოფნის ხარჯებს.
ტრენინგი ჩატარდება მთავრობის მიერ მიღებული ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების გათვალისწინებითა და დაცვით.
გაითვალისწინეთ, ოქტომბერში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ტრენინგის დროის, ადგილის ან ფორმატის ცვლილება.
წარმატებებს გისურვებთ!
ტრენინგი ტარდება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია - Luminate-ის მხარდაჭერით.