კონკურსი/ტენდერი ელექტრონული პლატფორმის „PAR Tracker” შესაქმნელად

 

პროექტის “PAR-ის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აცხადებს ტენდერს ვებდეველოპერისა და დიზაინერის შესარჩევად, საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის (PAR Tracker) შესაქმნელად.

 

პლატფორმაზე უნდა მოხდეს პრაქტიკული ინფორმაციის შეტანა საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ - სამოქმედო გეგმის კომპონენტები (მიმართულებები, ამოცანები, აქტივობები, ინდიკატორები, პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ვადები); განხორციელებული მონიტორინგის შედეგები (ამოცანების, აქტივობების, ინდიკატორების შესრულების შეფასება განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით); ძირითადი მიგნებები; გამოვლენილი გამოწვევები და სხვ. პლატფორმა უნდა იძლეოდეს მასზე ატვირთული მონაცემების გაფილტვრის, კონკრეტული კომპონენტის მიხედვით დალაგების, შედარების, სტატისტიკური დამუშავების, ჩარტებად გამოტანის შესაძლებლობას. მონაცემების შენახვა შესაძლებელი უნდა იყოს, PDF, Exel, PNG და Word-ის ფორმატში. ინფორმაციის ღია ფორმატში ვიზუალური სახით გამოქვეყნებასთან ერთად, პლატფორმით უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარე მომხმარებლის ჩართულობა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თემატური მიმართულების/ამოცანის/აქტივობის/ინდიკატორის შეფასებისა და გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე კომენტარების/ უკუკავშირის გაზიარების  გზით. პლატფორმას უნდა ჰყავდეს ადმინისტრატორი და შესაძლებელი უნდა იყოს მომხმარებლების სხვადასხვა დონის დაშვების განსაზღვრა.

 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს (ვებდეველოპერებსა და დიზაინერებს ცალ-ცალკე ან ერთად). კომპანიების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს გამიჯნული ვებდეველოპმენტისა და დიზაინის შექმნისთვის მოთხოვნილი თანხა.

 

გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - contest@idfi.ge .  გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ PAR Tracker Bid.

 

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 9 აპრილი, 18:00 საათი.

   

შემოთავაზებული სისტემის ტექნიკური გადაწყვეტილება:

 

სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს Linux, Apache-ის  სასერვერო ინფრასტრუქტურაზე;

 

გამოყენებული უნდა იყოს  პროგრამული ენა - აუცილებელია გამოყენებული იყოს მინიმუმ PHP 5.4 ან უახლესი/მიმდინარე ვერსია.

 

მონაცემთა ბაზა MySQL;

 

კლიენტის მხარეს დაცული უნდა იყოს w3c markup validation და გამოყენებული ბიბლიოთეკები უნდა იყოს ღია კოდის ლიცენზიით.

  

უსაფრთხოების მხრივ, დაცული უნდა იყოს მაღალი სტანდარტები (OWASP მოთხოვნები).

 

სისტემის კოდი და საავტორო უფლებები:

 

სისტემის დეველოპმენტის შემდგომ, მისი საწყისი კოდი გადაეცემა აპლიკაციის მფლობელს, მესამე პირზე გადაცემის შეზღუდვის გარეშე. კოდის გადაცემისას კომპანია ვალდებულია, თან დაურთოს ტექნიკური აღწერილობა, რომელიც განსაზღვრავს კოდს და ბაზის სტრუქტურას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მესამე მხარეს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია.

 

პროექტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა;

 

პროექტი უნდა მოიცავდეს: ამოცანის დეტალების ანალიზსა და გვერდის დიზაინის შეთანხმებას, დეველოპმენტს, ტესტირებასა და ToT ტრეინინგს.

 

მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

 

1. პროექტის განხორციელების გეგმა;

 

2. დეტალურად აღწერილი პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა;

 

3. ინფორმაცია მსგავსი პროექტის განხორციელების შესახებ;

 

4. ინფორმაცია ინფორმაციული სისტემების პროექტების განხორციელების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების შესახებ;

 

5. სასურველია ელექტრონული მმართველობის პროექტების განხორციელების გამოცდილების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა:

 

პროექტის დასრულების შემდეგ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ 6 თვის განმავლობაში. მხარდაჭერა მოიცავს დეფექტების BUG-ების აღმოფხვრას და ინციდენტებზე რეაგირებას. 

 

ინციდენტებზე რეაგირების პირობებია: ტელეფონით ან/და ელ. ფოსტით. ინციდენტებზე რეაგირების დრო 1 საათი. აღნიშნულ დროში უნდა აცნობოს სისტემის მფლობელს პრობლემის მოგვარების დროის ხანგრძლივობა (რა დროში აღმოფხვრის პრობლემას).

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე. 

 

მსგავსი პლატფორმების მაგალითები:

 https://sdg-tracker.org

  http://www.lsgindex.org