ტრენინგი - ხელისულების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს მიღებას 2 დღიან/გასვლით ტრენინგზე - ხელისულების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები!

 

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?

 

პროგრამა განკუთვნილია სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის. 

 

ტრენინგის მიზანი: 

 

მონაწილეები გაიღრმავებენ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევებს.   

 

ძირითადი განსახილველი თემები:

 

- როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში? 

 

- როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას? 

 

- როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან?

 

- როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია? 

 

ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე და მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში. 

 

ტრენინგის ადგილი და ხანგრძლივობა 

 

2019 წლის 18-20 ოქტომბერი, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ (მესხეთის ქ. 16, ბორჯომი, საქართველო). 

 

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2019 წლის 10 ოქტომბრისა და გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge

 

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებია: 

 

- მოტივაცია და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დასაბუთება.  

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

 

ტრენინგის დასასრულს მონაწილეები მიღებენ სერტიფიკატებს!

 

IDFI-სრულად დაფარავს შერჩეული კანდიდატების/მონაწილეების ტრანსპორტირების და სასტუმროში ყოფნის ხარჯებს. 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 500 137

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

ტრენინგი ტარდება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია - Luminate-ის მხარდაჭერით.