ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს.
ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?
პროგრამა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდეტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამათავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.
პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. სასწავლო კურსი შემდეგი 8 მოდულისგან შედგება და ფარავს შემდეგ თემებს:
- ძირითადი იდეები, კონცეფციები, თეორიები & სოციალურ მეცნიერებათა პერსპექტივები კორუფციის შესახებ (პოლიტიკური მეცნიერება, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია);
- კორუფციის სამართლებრივი მხარე;
- ანტიკორუფციული პოლიტიკა საჯარო დაწესებულებებში, ბიზნეს & არასამთავრობო სექტორებში, კერძო კორუფცია;
- კარგი მმართველობა;
- ელ-მმართველობა კორუფციასთან ბრძოლაში;
- კორუფცია და პოლიტიკა;
- როგორ მიაღწიეს წარმატებას კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სხვადასხვა ქვეყნებში;
- თანამედროვე მამხილებლობა და კორუფციის ჟურნალისტური გამოძიება.
სწავლის ხანგრძლივობა: სრული კურსის ხანგრძლივობაა ორი სემესტრი (7 ოქტომბერი, 2019 - 16 ივნისი, 2020). თითო მოდულის ხანგრძლივობაა 3 კვირა (12 საათი/6 ლექცია).
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (სამშაბათს და ხუთშაბათს), საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სწავლების ენა: ქართული (მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულად და ინგლისურად).
სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს.
ტრენერები
სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები.
ტრენერების შესახებ დეტალური იფორმაცია იხილეთ აქ.
სერტიფიკატი
- თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ გაიცემა მოდულის დონის განმსაზღვრელი სეტიფიკატი.
- პროგრამის მონაწილე, რომელიც 8 მოდულიდან მინიმუმ 6 მოდულს დაესწრება, მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
- პროგრამის მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება/გავრცელდება ილიას უნივერსიტეტის და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter).
- პროგრამის 2 საუკეთესო მსმენელი 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის IDFI-ში.
კურსდამთავრებულების ქსელი
პროგრამის დასასრულს შეიქმნება კურსდამთავრებულთა ქსელი (ე.წ. Alumni Network), რომელიც გააერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, დააკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებს და დაგეგმავს საერთო კვლევებს, გაცვლით პროგრამებს და სხვა შესაბამის აქტივობებს.
პროგრამაში რეგისტრაციისთვის
- დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2019 წლის 25 სექტემბრამდე უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: corruptionhunters@idfi.ge
- პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე.
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები.
შერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური.
შერჩევის კრიტერიუმები
პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატების პროგრამაში მონაწილეობის საფასურს სრულად დაფარავენ პარტნიორი ორგანიზაციები.
- მოტივაცია;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.
ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI). პროგრამა ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
დავით მაისურაძე
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი
ელ-ფოსტა: corruptionhunters@idfi.ge
ტელ: 577 11 45 22