ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური და საგამოძიებო სტატიების კონკურსს თემაზე: ჟურნალისტები დემოკრატიული მმართველობისთვის.
კონკურსის მიზანია: ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:
1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია, წარმოდგენილი ქართულ ენაზე, უნდა ეხებოდეს საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ შესაძლო გადაცდომებსა და საეჭვო გარემოებებს. სტატიის კონკრეტული თემები შეიძლება იყოს:
- საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებში, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში შესაძლო გადაცდომები;
- საჯარო ფინანსების არასწორი და უკანონო განკარგვა;
- სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ფაქტები;
- საჯარო მოხელეთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა;
- დარღვევები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
- ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები;
- საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.
2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სხვადასხვა თემებზე);
3. ანალიტიკური სტატიის ძირითადი ნაწილი უნდა ეფუძნებოდეს საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს;
4. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.
5. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:
- სათაური
- თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი, გვარი)
- მთავარი მიგნებები
- შესავალი
- ძირითადი ნაწილი
- დასკვნა
- გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.
6. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:
- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში;
- გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე);
- ფონტი: Sylfaen, ზომა - 12;
- დაშორება - 1.15;
- გვერდის მინდორი: Normal.
7. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც;
8. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
9. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.
როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?
- იხილე საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაცია და ანგარიშები;
- გაეცანი საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge ) მოცემულ მონაცემთა ბაზებს;
- თავად გამოითხოვე საჯარო ინფორმაცია ცალკეული საჯარო დაწესებულებიდან.
საკონკურსო პრიზები:
- I ადგილი - 300 დოლარი;
- II ადგილი - 200 დოლარი;
- III მესამე ადგილი - 150 დოლარი
- საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge) და სოციალურ (Facebooks; Twitter ) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 დეკემბერი.
ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ - სტატიების კონკურსი.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:
ტელ: +995 32 2 921514 და/ან +995 599 500 137; ელ-ფოსტა: contest@idfi.ge
კონკურსი იმართება გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.