ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საინფორმაციო/გრაფიკული ვიდეო რგოლის დამზადებაზე.
ვიდეოს მიზანია: პროკურატურის რეფორმის/საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება.
კონკურსის პირობები
- ვიდეო უნდა შეიცავდეს: გრაფიკას, გახმოვანებას, ინფორმაციიდან გამომდინარე ლოგიკური ბმას გრაფიკებს შორის (იხ. სცენარი)
- ვიდეო არ უნდა შეიცავდეს ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს.
- კონკურსში შერჩევიდან 3 კვირაში უნდა მოხდეს ვიდეოს საბოლოო პროდუქტის ჩაბარება.
- შერჩეული ვიდეო რგოლის ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ორგანიზაციის ექსპერტების მოთხოვნები და შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება მათ მიერ წარმოდგენილ ვერსიაში.
- ვიდეო-კლიპის შექმნის პროცესში ყველა გადაწყვეტილება/ცვლილება წინასწარ წერილობით უნდა იქნას შეთანხმებული ორგანიზაციასთან.
განაცხადის წარდგენის ვადა და პროცედურა:
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 27 მარტი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ/პირმა უნდა გამოგზავნოს:
- ინფორმაცია განმცხადებელის შესახებ (ინდივიდის შემთხვევაში მიიღება CV) სადაც ასევე აღნიშნული იქნება საინფორმაციო თემატიკის, გრაფიკული ვიდეო რგოლების შექმნის გამოცდილება.
- საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი.
- სულ მცირე 3 ვიდეო რგოლის ნიმუშის ბმულები.
განაცხადი მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: contest@idfi.ge
სათაურში (Subject ველი) უნდა მიუთითოთ: სოციალური ვიდეო რგოლის კონკურსი.
IDFI შეტყობინებას გაუგზავნის მხოლოდ გამარჯვებული ვიდეო რგოლის ავტორს.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137