IDFI მედიაში

IDFI ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული მმართველობის უზრუნველყოფას. ამ პროცესში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მედია (როგორც მას ხშირად უწოდებენ) წარმოადგენს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ ინსტიტუტს. შესაბამისად, IDFI-ის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და მიზანს ჟურნალისტთებთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს.

 

მედიასთან პარტნიორობის გზით, IDFI როგორც ანალიტიკური და ხელისუფლების მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუტის და მისი პარტნიორების გზავნილების თუ პუბლიკაციების რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიტანას.

 

ამ რუბრიკაში წარმოგიდგენთ მედია გაშუქების მიმოხილვას, IDFI-ის მიერ მომზადებულ იმ კვლევითი მასალების თუ ხელისუფლების მაკონტროლებელი აქტივობების შესახებ, რომლებიც საზოგადოების ფართო ინტერესის და ხელისუფლების მხრიდან განხილვის/ქმედითი რეაქციის მიზეზი გახდა. თითოეული საკითხის შემთხვევაში ამორჩეული და წარმოდგენილია მხოლოდ ყველაზე ამომწურავი სიუჟეტები.

22 ივლისი 2014 image

IDFI შვიდი სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

9 ივლისი 2014 image

საქართველომ ქსელური ინდექსი გააუმჯობესა

9 ივლისი 2014 image

IDFI აქვეყნებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირთა სიას

9 ივლისი 2014 image

ქსელური მზაობის ინდექსით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია

4 ივლისი 2014 image

სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 3 782 528 ლარი შეადგინა

3 ივლისი 2014 image

კულტურის მინისტრს არასდროს არ უსარგებლია ბიზნეს კლასით, ის ყოველთვის დაფრინავს ეკონომ კლასის ავია ბილეთებით

2 ივლისი 2014 image

IDFI - საგარეო, თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებმა მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს

2 ივლისი 2014 image

IDFI სამინისტროების სამივლინებო და როუმინგის ხარჯებს აქვეყნებს

1 ივლისი 2014 image

IDFI -ი შპს “სი-ტი პარკის” ანგარიშების უცნობ დეტალებს აქვეყნებს

30 ივნისი 2014 image

პრემიების გაცემის ახალ წესზე მთავრობის დადგენილება მიღებულია