საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღია წერილი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ნატოს გენერალურ მდივანს

სიახლეები | განცხადებები 23 ივნისი 2016

საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი თაობის ისტორიული მისიაა. საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში და, კერძოდ, ნატოში სწორედ ამ პროცესის არსებითი ნაწილია.

 

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის არჩევამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოში თანამედროვე დემოკრატიული და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნასა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნას.

 

საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი თანამედროვე, დემოკრატიულ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის. იგი ჯერაც დგას უამრავი შიდა თუ გარე გამოწვევის წინაშე. ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს, რომ ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისა და მოდერნიზაციის მომხრენი არიან, რომ მზად არიან საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, რაც ნათლად გამოჩნდა კიდეც საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში. აღსანიშნავია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების იდეას საქართველოს უამრავი მოქალაქე უჭერს მხარს.

 

ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და დაეხმარება ამ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს გააძლიერებს მშვიდობას და ხელს შეუწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს, უფრო გააძლიერებს დემოკრატიულ ძალებს და ამით მოემსახურება მთელი ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესებს.

 

ევროპის მომავლის ყოვლისმომცველი სტრატეგიული ხედვა და მისკენ სვლის თანმიმდევრულობა, ევროპული უსაფრთხოების გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა საბოლოოდ მოგვცემს თავისუფალ და მშვიდობიან ერთიან ევროპას. ნატოში საქართველოს გაწევრიანება კი ხელს შეუწყობს ამ უზარმაზარი მიზნის მიღწევას.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსული რევიზიონიზმი სირთულეებს უქმნის ევროპული სახელმწიფოების სოლიდარობას და სამიზნედ აქვს ის მთავარი ღირებულებები, რაც ნიშნავს იყო ევროპელი. ამ ღირებულებების დაცვა, ასევე ყველა ევროპული ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება საკუთარი უსაფრთხოების ზომების შერჩევისას წარმოადგენს ერთადერთ გზას, რომ არ მოხდეს დაბრუნება ისეთ ევროპაში, სადაც სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები და რომელიც დაყოფილია გავლენის სფეროების მიხედვით.

 

2008 წელს ნატომ მიიღო სტრატეგიული, ქმედითი გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ევროპული უსაფრთხოების წინაშე არსებული ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში ვარშავის სამიტი არის ის საკვანძო ეტაპი, სადაც უნდა ვუჩვენოთ ნატოს მხარდამჭერებსა და ასევე მოწინააღმდეგეებს მოკავშირეების მტკიცე ნება, რომ ისინი ესწრაფვიან ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას.

ბოლო პერიოდის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ალიანსის სტრატეგიული მიზნების განხორციელების გზაზე წარმოქმნილ ნებისმიერ შეფერხებას რუსეთი ალიანსის სისუსტედ აფასებს. ეს კი თავის მხრივ ახალისებს რუსეთის შემდგომ აგრესიულ და რევიზიონისტულ ქმედებებს, რაც კარგად დავინახეთ კიდეც 2008 წლიდან მოყოლებული რუსეთის ქმედებებში საქართველოსა თუ უკრაინის ტერიტორიებზე.

 

ჩვენი ღრმა რწმენით საქართველოს ახლა სჭირდება, რომ ვარშავის სამიტზე გამოიკვეთოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გზა. ეს დაიცავს ევროატლანტიკურ ინტერესებს და დაეხმარება იმ პრინციპების გაძლიერებას, რომლებსაც ეფუძნება ალიანსი.

 

ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ვარშავაში მიღებული გადაწყვეტილებები დაეხმარება საქართველოს რუსეთის აგრესიის შემაკავებელი კონკრეტული ზომების გასატარებლად და გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას.

 

ჩვენ მოველით, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შექმნის ნატო-საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის უფრო ძლიერ და ერთიან სტრუქტურას, რომელიც არსებული მექანიზმებისა და რეალური შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას მოგვცემს და უზრუნველყოფს ყველა მოკავშირის ვალდებულებას ჩაერთოს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ინსტიტუციური რეფორმების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერების საქმეში.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

 

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

 

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

 

სტრატეგიული კვლევების ცენტრი

 

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი

 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

 

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

 

სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო

 

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

 

ა(ა)იპ საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

ფონდი “კავკასიის ეკოლოგია”

 

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია “საქართველოს ჩაი”

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

 

მეგობრობის ხიდი ქართლოსი

 

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”

 

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”

 

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

 

“მეწარმე ქალთა ფონდი”

 

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”

 

ასოციაცია “ქალი და ბიზნესი”

 

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი

 

ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”

 

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია”

 

ასოციაცია “მერკური”

 

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

 

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი

 

საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია

 

“სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო”

 

ასოციაცია “ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის” (ESIDG)

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

 

რეპატრიანტთა კავშირი

 

ასოციაცია ,,ათინათი”

 

ანალიტიკური ცენტრი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

 

ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება

 

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი

 

ა(ა)იპ ,,კავკასიური მოზაიკა”

 

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა”

 

საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი

 

მედიის განვითარების ფონდი

 

საზოგადოება და ბანკები

 

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, ვებპლატფორმა eugeorgia.info

 

ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი)

 

ქართლოსი (გორი)

 

უკეთესი მომავლისთვის (წეროვანი)

 

სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია (ახალციხე)

 

სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (რუსთავი)

 

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი” (ქუთაისი)

 

ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის (წეროვანი)

 

ათინათი (ზუგდიდი)

 

დემოსი (რუსთავი)

 

ასოციაცია „ტოლერანტი“ (ახალციხე)

 

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია ,,სპექტრი” (საგარეჯო)

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი (ამბროლაური)

 

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი – მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა)

 

ასოციაცია ,,დეა” (ზუგდიდი)

 

ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის (ზუგდიდი)

 

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)

 

ინდიგო (რუსთავი)

 

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (ტყიბული)

 

რეგიონის განვითარების ცენტრი (თელავი)

 

ნაბიჯი ხარაგაული (ხარაგაული)

 

დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024