პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 13 აპრილი 2016

კვლევაში წარმოდგენილია 2016 წლის 14 მარტს IDFI-ის მიერ განხორციელებული საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის მონიტორინგის შედეგები, რომლის მიზანიც იყო გამოერკვია, რამდენად ასრულებს საქართველოს პარლამენტის აპარატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულ ვალდებულებას.


2014 წლის დეკემბრიდან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის პარტნიორობაში ჩართულობის ხელშეწყობის პროექტს. პროექტების ფარგლებში შექმნილმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და სამოქალაქო საზოგადოების სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავეს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016, რომელიც 18 ვალდებულებისგან შედგება. სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება იყო ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნა, რაც საქართველოს პარლამენტმა განახორციელა. შესაბამისად, სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო საბჭოს მეშვეობით 2016 წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 18 ვალდებულებიდან 3 ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას.


საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების გათვალისწინებით და IDFI-ის მიერ განხორციელებული საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კვლევის ფარგლებში შემუშავებულია შემდეგი რეკომენდაციები:


1) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების

 

გათვალისწინებით უნდა დაემატოს ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები და განახლებები:


- მოქალაქეებისათვის პარლამენტის შენობაში შესვლის წესების განმარტება და შესაბამისი სამართლებრივი აქტები;
- სადეპუტატო შეკითხვები, მიღებული პასუხები და სადეპუტატო შეკითხვებთან დაკავშირებული სტატისტიკა;
- საპარლამენტო დელეგაციებისა და მეგობრობის ჯგუფების ყოველწლიური ანგარიშები.

 

2) საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე განთავსება (ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისება, პარლამენტის მიერ გაცემული გრანტები, საბიუჯეტო ფონდებიდან გამოყოფილი თანხები, საბიუჯეტო ფონდებიდან თანხის გამოყოფის შესახებ სამართლებრივი აქტები, მიღებული სამართლებრივი აქტების რაოდენობა, პარლამენტის წევრის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის წესი, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობები);


3) იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ ადგილი არ ჰქონია მაგალითად, ქონების გასხვისებას, გრანტების გაცემას ან/და საბიუჯეტო ფონდებიდან თანხების მიღებას, ვებგვერდზე, ბრძანებით განსაზღვრული პერიოდულობით, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც ამცნობს აღნიშნულის შესახებ ვებგვერდის მომხმარებელს;


4) საჯარო ინფორმაციის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას მიეთითოს ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსების თარიღები;


5) საჯარო ინფორმაციის გვერდზე ინფორმაცია გადანაწილდეს თემატურად;


6) ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე სასურველია განთავსდეს ავტომობილის მოდელის, ავტომობილის გამოშვების წელის, შესყიდვის თარიღის, შესყიდვის ფასის და ნარჩენი ღირებულების მითითებით;


7) საწვავის მოხმარებაზე და ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს თანამდებობის პირების და სხვა თანამშრომლების მიერ გაწეული ხარჯების მითითებით. ამასთან, სასურველია თანამდებობის პირების მფლობელობაში გადაცემულ ავტომობილებზე აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი იყოს თითოეული თანამდებობის პირის მიხედვით;


8) სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე წარმოდგენილი უნდა იქნას თანამდებობის პირებზე და სხვა თანამშრომლებზე ცალ-ცალკე. ამასთან, სასურველია, დამატებით წარმოდგენილი იქნას თანამდებობის პირებზე დაწესებული სატელეკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების შესახებ ინფორმაცია;


9) თანამდებობრივი სარგოების, სახელფასო დანამატების და პრემიების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდებზე წარმოდგენილი იქნას თანამდებობის პირებზე ცალ–ცალკე, სახელისა და გვარის მითითებით, ხოლო სხვა თანამშრომლებზე - ჯამური სახით;


10) სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს თანამდებობის პირებზე ცალ-ცალკე ჩაშლილად (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვა ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით) მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით, ხოლო სხვა თანამშრომლების შემთხვევაში - მხოლოდ გაწეული ხარჯები დაჯამებული სახით;


11) დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტის, ასევე, მისი შესრულების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს საბიუჯეტო ხარჯებისა და შემოსულობების კლასიფიკაციის მიხედვით;


12) შესაბამის ჩანაწერში, რომელიც არეგულირებს თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას, შევიდეს ცვლილება და გამოქვეყნების ვალდებულება გავრცელდეს მხოლოდ წლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;


13) შესაბამის ჩანაწერში, რომელიც არეგულირებს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას, შევიდეს ცვლილება და გამოქვეყნების ვალდებულება გავრცელდეს მხოლოდ ცვლილების შემთხვევაში 10 სამუშაო დღის ვადაში;


14) საჯარო ინფორმაციის გვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსებისას ძველი მონაცემები უნდა შენარჩუნდეს;


15) საჯარო ინფორმაციის გვერდზე შეიქმნას ცალკე განყოფილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნა“, სადაც განთავსდება დეტალური ინფორმაცია შესაბამისი პროცედურების შესახებ;


16) სასურველია შეიქმნას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ელექტრონული მოდული, რომელიც შესაბამისი ველების შევსების შემდეგ მომხმარებელს მიცემს საშუალებას მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.

 

/public/upload/Meri/proactive parliament.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024