Media.Ge

IDFI მედიაში 23 იანვარი 2014
30.12.2013 09:11

რა გაკეთდა "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში 2012-2013 წლებში

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის თვითშეფასების ანგარიშის პროექტი 26 დეკემბერს წარმოადგინა.

OGP აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციტივაა, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ღიაობის, გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის ახალი სტანდარტების დამკვიდრებას. ობამას ინიციტიავას 2011 წელს საქართველოც შეუერთდა და ვალდებულებები აოღო. მის შესრულების პროცესს მონიტორინგს უწევს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომელსაც საბჭომ თვითშეფასების ანგარიში წარუდგინა.

2012-2013 წლებში საქართველომ შესასრულებლად რამდენიმე ვალდებულება აიღო, რითიც OGP-ის მიერ დასახელებულ ოთხ გამოწვევას მიუერთდა.

პირველი გამოწვევაა საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, რომლის ფარგლებში უნდა გახსნილიყო იუსტიციის 16 სახლი და იქვე დანერგილიყო Just café და Just drive სერვისები. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივნის, რუსუდან მიხელიძის თქმით, აშენდა იუსტიციის 12 სახლი, მეცამეტის, ზუგდიდის იუსტიციის სახლის აშენება კი მალე დასრულდება. Just café და Just drive კი განხორციელების პროცესშია. ამიტომაც ამ ვალდებულების შესრულებას მიენიჭა კატეგორია „უმეტესად შესრულდა“.

ამავე გამოწვევის ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტი უნდა ჩართულიყო ელექტრონული მმართველობის სისტემაში და აშენებულიყო საზოგადოებრივი ცენტრები. ეს ვალდებულებაც კატეგორია „უმეტესად შესრულებულში“ მოთავსდა, ვინაიდან ექვს მუნიციპალიტეტში მალე სრულდება ელექტრონულ სისტემაში ჩართვა და 12 საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა.

სამოქმედო გეგემის შესაბამისად შეიქმნა მოქალაქის პორტალი my.gov.ge, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ ელექტრონულ სისტემაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს ეკონტაქტონ. ეს ვალდებულება „სრულად შესრულებულთა“ კატეგორიაში მოხვდა.

კიდევ ერთი ვალდებულება ჯანდაცვის სფეროში მომსახურების გაუმჯობესება იყო, რომლის ფარგლებში დაგეგმილი 150 სამედიცინო დაწესებულებებიდან რეალურად მხოლოდ 51 აშენდა. გათვალისწინებული იყო ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა ჯანდაცვის სფეროში, ამჟამად 23 ახალი მოდულის სისტემაში ინტეგრაცია მოხერხდა, ამიტომ ეს ვალდებულებაც ნაწილობრივ შესრულდა.

მეორე გამოწვევა, რომელსაც საქართველო მიუერთდა იყო საზოგადოების ჩართულობა მმართველობით პროცესებში. ამ მიმართულებით ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ შექმნიდა პორტალებს Data.gov.ge და Ichange.ge, აგრეთვე დანერგავდა პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნების წესს. ეს ვალდებულებებიც ნაწილობრივ შესრულდა, რადგან სახელმწიფომ Ichange.ge პორტალის შექმნა ვერ მოახერხა. ამ რესურსის ამოქმედებით მოქალაქეს მთავრობასთან პირადაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცემოდა.

ამავე კატეგორიას მიაკუთვნეს კიდევ ერთი ვალდებულება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე კომენტარების სისტემის მიბმას და გადაწყვეტილებების შესაბამის აქტთან დაკავშირებას გულისხმობდა. სახელმწიფომ რეალურად მხოლოდ კომენტარების სისტემა დანერგა.

სამაგიეროდ, სრულად შესრულდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაფართოების ვალდებულება. ვინაიდან, ახლა ამგვარი პროცესების გამართვა დედაქალაქის გარდა ქუთაისსა და ბათუმშიც არის შესაძლებელი.

ასევე სრულად შესრულდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები. მათი ანგარიშები ყოველ კვარტალურად ქვეყნდება აუდიტის სამსახურის ვებ გვერდზე.

ნაწილობრივ შესრულდა არასამთავრო ორგანიზაციათა ფორუმის შექმნის და შეხვედრების ორგანიზების ვალდებულება. როგორც ფორუმის მონაწილე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა განაცხადა, ფორუმის შექმნა ის ვალდებულებაა, რომელიც სხვა არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. ფორუმი იკრიბებოდა,  მუშაობდა, თუმცა მონიტორინგის სახე არ ჰქონია და შეხედრებიც მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართებოდა.

მესამე გამოწვევა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ ვალდებულებები აიღო სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობაა. შესრულდა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დახვეწის ვალდებულება, თუმცა პრობლემად რჩება ფასისა და ხარისხის დაბალანსება. როგორც ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, არ არის შექმნილი ეფექტური მექანიზმი და ხშირ შემთხვევაში უწყებები უხარისხო პროდუქციას მხოლოდ დაბალი ფასის გამო ყიდულობენ. საერთო ჯამში ამ ვალდებულებას მიენიჭა კატეგორია „უმეტესად შესრულდა“.

ამავე კატეგორიაში მოხვდა ელექტრონული დეკლარაციების სისტემის შექმნის ვალდებულება, გაიზარდა იმ პირთა სია, რომლებიც ქონებრივ დეკლარაციას წარადგენენ, რუსუდან მიხელიძის თქმით,  გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები დეკლარაციების მონიტორინგის მიზნით, თუმცა ეს ვალდებულება ვერ შესრულდა და წარდგენილი ინფორმაციის შემოწმება კვლავ არ ხდება.

ბოლო, მეოთხე გამოწვევა უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო, რომლის ფარგლებშიც სისხლის სამართლის ანალიტიკური მოდულის ინტეგრიგება და დანაშაულის რუკის შექმნა იყო დაგეგმილი. ასევე უნდა შექმნილი პროექტი „უსაფრთხო გარემო“, რომელიც პროკურორთან გამარტივებულ კომუნიკაციას გულისხმობს, პროექტი განხორციელების პროცესშია.

იმ ვალდებულებების ნაწილი, რომელიც გასულ წელს ვერ შესრულდა, მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში აისახება.  თვითშეფასების ანგარიშის პროექტის დასრულების შემდეგ სამდივნო გამოაქვეყნებს, მისი დამტკიდების შემდეგ კი განთავსდება, როგორც OGP-ის ისე იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უკვე 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას. ამისთვის უწყებებს დაევალათ, ერთი ამბიციური პროექტი წარადგინონ, რისი შესრულების ვალდებულებასაც აიღებენ. 2014 წლის 30 აპრილისთვის სამოქმედო გეგმა უკვე დამტკიცებული უნდა იყოს.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024