საინფორმაციო სესია ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლებთან თემაზე: საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ადგილობრივი მმართველობა 22 სექტემბერი 2022

2022 წლის 21 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში, გამართა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ, IDFI-ს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, მიხეილ კუკავამდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო ჩოხელმა.

 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრები პარტიებიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და „ერთანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები.

 

შეხვედრის დასაწყისში IDFI-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2021 წლის შეფასებისას გამოვლენილ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე. შეხვედრის მეორე ნაწილში შედგა დისკუსია, საკრებულოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კერძო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა საკრებულოს გეგმებზე, რაც გააუმჯობესებს საჯარო-კერძო დიალოგის პროცესს. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც შეფასდება მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში.

 

პროექტის ფარგლებში, IDFI შეაფასებს მუნიციპალიტეტებში რეგულაციების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხს. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წარმომადგენლებისცნობიერების ამაღლებას დიალოგის მნიშვნელობასა და ხარისხის შეფასების მექანიზმის თაობაზე.

 

საინფორმაციო შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023