მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კოორდინაციისა და მონიტორინგის სისტემა საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 29 მარტი 2018

საქართველომ უკვე მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე ინტეგრირებისთვის, რაც, პირველ რიგში, მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის შემუშავებაში გამოიხატება. ამასთან, 2016 და 2017 წლები მნიშვნელოვანი იყო მიზნების კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის. მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს და მისი თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ სამომავლოდ განხორციელებული ღონისძიებები მნიშვნელოვანი იქნება 2030 წლის დღის წესრიგის წარმატებით შესრულებისთვის.


მიუხედავად ამისა, არსებობს როგორც პროცესის ისე ინსტიტუციურ ჩარჩოსთან დაკავშირებული გარკვეული გამოწვევები, რომელთა დასაძლევადაც IDFI შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:

 

ინსტიტუციური მოწყობა და ტექნიკური მხარე


- საჯარო მმართველობის რეფორმის და მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე;


- სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლების როლის გაზრდა საბჭოს საქმიანობაში და მათთვის სათათბირო ხმის უფლების მინიჭება;

 

- საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების შDG-ს კოორდინაციის პროცესში ინტეგრირებისთვის თემატური სამუშაო შეხვედრების და მუდმივმოქმედი დიალოგის მექანიზმის შექმნა.

 

- საბჭოს სამდივნოს რესურსების გაძლიერება, მათ შორის ადამიანური რესურსების დამატების გზით;

 

- თემატურ სამუშაო ჯგუფებში ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების ვალდებულების დამატება ტექნიკურ დავალებებში.

 

საბჭოს/სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გამჭვირვალობა და პერიოდულობა


- მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს გამჭვირვალობის გაზრდა დღის წესრიგის, სხდომის ოქმების და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოქვეყნების გზით;

 

- საბჭოს სხდომების პერიოდულობის ცვლილება და წელიწადში 2 სხდომის განსაზღვრა;

 

- სამუშაო ჯგუფების შეხვედრების პერიოდულობის გაზრდა (წელიწადში სულ მცირე 4 შეხვედრა);

 

- მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადების პრაქტიკის დანერგვა.

 

საკოორდინაციო პროცესში ჩართულობა


- კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, მათ შორის VNR-ში კერძო სექტორის შესახებ ცალკე ქვეთავის დამატების გზით;

 

- სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების დამატებითი გაუმჯობესება სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გზით და ეროვნული და მუნიციპალური არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა საბჭოს და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში;

 

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

 

- გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შემუშავებული ინსტიტუციური მექანიზმების გზამკვლევის ქართულ ენაზე თარგმნა და მისი გამოყენება საბჭოს და სამუშაო ჯგუფების სამომავლო გარდაქმნის დროს;


- საბჭოს და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში გენდერული ასპექტების განხილვა და საბჭოს შემადგენლობაში ქალ წარმომადგენელთა მონაწილეობის სტიმულირება;


- SDG-ს განხორციელების შესახებ საპარლამენტო ანგარიშგების ფორმატის შექმნის შესაძლებლობის განხილვა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებში;


- SDG-ს იმპლემენტაციის შეფასება ინდიკატორის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული საბიუჯეტო დანახარჯების მიხედვით;

 

- საქართველოს პარლამენტისთვის შDG-ს მრჩეველთა საბჭოს შექმნის შეთავაზება;


- აკადემიური და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლობის გაზრდა, ასოციაციების და პროფკავშირების ხელმძღვანელი პირების საბჭოს საქმიანობაში ჩართვის გზით;

 

- ინდიკატორების განსაზღვრისთვის და მოდიფიკაციისთვის ცალკე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება და მისი მხარდაჭერა მონაცემთა დამუშავების ექსპერტის/სპეციალისტის მიერ.

 

- ადგილობრივ/მუნიციპალურ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგი და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა SDG-ს საკოორდინაციო პროცესში.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/sdg_georgia/sdg_council_recommendations_georgia.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024