IDFI-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია

სიახლეები 27 იანვარი 2011

გამოთხოვნილ იქნა შემდეგი საჯარო ინფორმაცია:  

1.საქართველოს პარლამენტის 2010 წ. ბიუჯეტი თვიური ან/და კვარტლური ხარჯთაღრიცხვით, მ.შ., 2010წ.ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

2.საქართველოს პარლამენტის  წევრთა (პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებიხ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებიხ და პარლამენტის სხვა წევრებიხ) სია (თანამდებობების მიხედვით) და თითოეულის  თანამდებობრივ სარგოებზე(ცალ-ცალკე), სახელფასო დანამატებზე და  პრემიებზე  ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა  2010 წ  განმავლობაში თვეების მიხედვით.

 

3.პარლამენტის წევრების (ზემოაღნიშნული პირების) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურების შესახებ, რაც გათვალისწინებულია პარლამენტის  რეგლამენტით (24-ე მუხლი).

 

4.საქართველოს პარლამენტის  წევრთა (პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები, კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეები და პარლამენტის სხვა წევრები) ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებებზე   ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა 2010 წ.  განმავლობაში თვეების მიხედვით (ცალ-ცალკე).

 

5. ინფორმაცია ავტოპარკის შესახებ: საქართველოს პარლამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების პერსონალურად გადანაწილება საქართველოს პარლამენტის წევრებზე თანამდებობების მიხედვით ( პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები და სხვა წევრები), მათ შორის ავტომანქანის მოდელი და საწვავის ხარჯის ყოველთვიური ზღვრული ლიმიტი (მათ შორის საწვავის ტიპი) 2010 წ განმავლობაში. თითოეული პარლამენტის წევრის სამსახურის ავტომანქანებით მომსახურებაზე (შეკეთება,ცვეთა) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2010 წ განმავლობაში.

 

6. ინფორმაცია კავშირგაბმულობის ხარჯების შესახებ: ზემოაღნიშნული პირების (ცალ-ცალკე) სატელეფონო საუბრებზე (მათ შორის მობილურ  ტელეფონებზე) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2010 წ განმავლობაში.

 

7. მობილური  ტელეფონებისა და ავტომანქანების შესყიდვაზე პარლამენტის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა 2010 წწ განმავლობაში.

 

8. 2010 წელს ოქტომბრის მდგომარეობით პარლამენტის  ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ჩამონათვალი და თითოეულის  ღირებულება.

 

9. 2010 წელს  პარლამენტის კომპეტენციის სფეროში  განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების  ჩამონათვალი.

 

10. 2010 წელს პარლამენტის აპარატის  მიერ  გამოცხადებული ტენდერებისა და განხორციელებული შესყიდვების სრული ჩამონათვალი.

 

11. 2010 წელს პარლამენტის მიერ ჩატარებული კულტურული (კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარების, პრესტურების, გამოფენების, კონკურსების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება)და სარეკლამო ღონისძიებების სრული სია.

 

12. 2010 წელს პარლამენტში უცხო ქვეყნების დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიღებების ჩამონათვალი და ორგანიზების ხარჯები.

 

13. საქართველოს პარლამენტში საჯარო დაწესებულებებიდან (კერძოდ: სამინისტროები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის კანცელარია) 2010 წლის 10 დეკემბერს წარდგენილი ანგარიშები: საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემის, ასევე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ, აგრეთვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ  სრული ინფორმაცია.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ინფორმაცია მოწოდებული უნდა იქნეს ათი სამუშაო დღის ვადაში.

წერილის გაგზავნის თარიღი: 21/12/2010

პასუხის მიღების თარიღი: 3/01/2011

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022