სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - პროექტის დახურვის ღონისძიება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 22 ივლისი 2020

22 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) ერთად,  ევროკავშირის მხარდაჭერით წარმართული „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ პროექტის დახურვის ღონისძიება გამართა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი სამი უახლესი კვლევის პრეზენტაცია, რომლებიც აფასებს სასამართლო სისტემის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობას, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ფუნქციონირებასა და სასამართლოს ხელმისაწვდომობას.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ქეთევან კუკავამ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარმა მარიამ კობალაძემ.

 

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით ხელი შეგვეწყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ პროექტში ჩართული სამი ორგანიზაციის ძალისხმევა გარკვეულ დადებით ცვლილებებს გამოიწვევს. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა, სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი ხარვეზები და გამოწვევები რჩება, რაც რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებს." - აღნიშნა ქეთევან კუკავამ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) ერთად მოამზადა რიგით მეორე ჩრდილოვანი ანგარიში „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის“ შესახებ. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული. შესაბამისად, წარმოდგენილი ანგარიში კვლავ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იმ აქტივობების შესრულების მდგომარეობას აფასებს, რომლებიც წინა საანგარიშო პერიოდში არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა. დოკუმენტში, მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და დღემდე არსებულ გამოწვევებზე ერთიანი სურათის შექმნის მიზნით, ასევე თემატურადაა განხილული სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხი ტალღა.

 

მეორე კვლევა -  რიგით მეორე ანგარიში „საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში“. ანგარიშში გაანალიზებულია, თუ როგორ მოქმედებს საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი პრაქტიკაში, რამდენად სრულყოფილია საქმეთა განაწილების წესი და როგორია ამ მხრივ არსებული სტატისტიკური მონაცემები.

 

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით მოამზადა ანგარიში „სასამართლოს ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები.“ ანგარიში სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოს ქართულენოვანი, სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს აჯამებს. იგი მოკლედ მიმოიხილავს სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტსა და მოსახლეობის განწყობებს.

 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024