„საბჭოთა კავშირში რეპრესირებული ქალები“ - გამოფენა დედაენის ბაღში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 23 ივლისი 2021

2002 წლიდან, 22 ივლისი საქართველოში რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. თარიღის ისტორია მომდინარეობს 1937 წლიდან - სწორედ ამ დღეს, დიდმა ქართველმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა დემონსტრაციულად მოიკლა თავი მწერალთა კავშირის შენობაში.

 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება - „მემორიალთან“ ერთად, დედაენის ბაღში გამართა გამოფენა - „საბჭოთა კავშირში რეპრესირებული ქალები“.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საბჭოთა რეჟიმის პირობებში რეპრესირებული ქალების 100-მდე ფოტო, მათი მოკლე ბიოგრაფიები, შესაბამისი სიები და სტენდები მათი წერილებით, ორიგინალი ფოტოებითა და პერსონალური ნივთებით.

 

გამოფენის ვიზიტორებს, IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და „მემორიალის“ თავმჯდომარემ, გურამ სოსელიამ გააცნეს იმ ქალების ისტორიები, რომლებიც საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლნენ. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ IDFI-ისა და „მემორიალის“ წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ საბჭოთა რეპრესიებთან დაკავშირებული საკითხები, კვლევები და ოფიციალური მეხსიერების პოლიტიკა ამ მიმართულებით.

 

გამოფენის გამართვაში ორგანიზაციებს თანადგომა გაუწია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. გამოფენა გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

 

IDFI და საზოგადოება „მემორიალი“ წლების მანძილზე ახორციელებენ რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლას და ამ მიმართულებით რეგულარულად მართავენ ღონისძიებებს. ორგანიზაციების ძალისხმევით, არაერთმა ადამიანმა გაიგო საკუთარი რეპრესირებული წინაპრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის განკუთვნილი, სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის, ყველაზე დაბალი, თვეში 7 (შვიდ) ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია არათუ არ პასუხობს რეალურ საჭიროებებს, არამედ ეს ოდენობა არის სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ შევიწროებული და რეპრესირებული ადამიანების კიდევ უფრო მეტად შეურაცხმყოფელი.

 

რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზრდის ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, 2021 წლის 30 ივნისის წერილით, IDFI-მ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილსა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს, რათა საქართველოს მთავრობას 2021 და 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტებით უზრუნველეყო რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7-დან 44 ლარამდე გაზრდა. მსგავსი მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორგანიზაციებმა 2020 წელს სამჯერ: 2020 წლის 24 ივნისს27 ივლისს. და 11 დეკემბერს მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. 2021 წლის 30 ივნისის წერილზეც მთავრობას რეაგირება არ მოუხდენია.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022