განხილვა კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების დასაცავად საჭირო სამართლებრივი გარანტიების შესახებ

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები 13 ოქტომბერი 2022

2022 წლის 13 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამართა საჯარო განხილვა პერსონალური მონაცემებისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან, იურისტებთან, საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების საკითხებზე.   

 

ბოლო წლებში ფარული თვალთვალის შედეგად მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გაზრდილი უფლებამოსილებების ფონზე, მწვავედ დადგა  კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის მყარი გარანტიების მნიშვნელობა.

 

ამის ფონზე, IDFI-მ მოამზადა კვლევა და ანალიტიკური ნაშრომი კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო სამართლებრივი გარანტიების და მონაცემების დაცვის ჭრილში, კიბერუსაფრთხოების ახლადმიღებული ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ. გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით კი შემუშავდა რეკომენდაციები.

 

შეხვედრის დასაწყისში თეონა ტურაშვილმა, IDFI-ის ინტერნეტისა და ინვოაციების მიმართულების ხელმძღვანელმა წარმოადგინა აღნიშნული კვლევისა და ანალიტიკური ნაშრომის საფუძველზე გამოვლენილი საჭიროებები და რეკომენდაციები. შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება ასევე გაუზიარეს ორგანიზაცია მედია ომბუდსმენის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ და საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი გურგენიძემ. 

 

რის შემდეგაც სხვა ორგანიზაციების, კერძო სექტორის, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა და საკითხის ექსპერტებმა დასვეს ცალკეული კითხვები და დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები. დისკუსიას მოდერაციას უწევდა IDFI-ის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური. განხილვის დროს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის გაუმჯობესების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობის კოორდინაციის, ასევე, კიბერსივრცეში პერსონალური მონაცემების სამართლებრივი გარანტიების გასაძლიერებლად, ევროპული დირექტივების გათვალისწინების მნიშვნელობას. ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ ცალკეული ცვლილებების განხორციელებისას, მნიშვნელოვანია პროცესის ღიაობა და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობა. ხაზი გაესვა კიბერუსაფრთხოებისა და პერსოანლური მონაცემების დაცვის საკითხებზე შესაბამისი უწყების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

07.06.2024

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024