საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 3 სექტემბერი 2013

2013 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა, საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს №219 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოაწერა ხელი.

 

დადგენილებაში ასახულია, IDFI-ის კოორდინირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტთან ერთად შემუშავებული მნიშვნელოვანი ინიციატივები. სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ინტენსიურად განიხილებოდა სამუშაო შეხვედრებისა და საჯარო დისკუსიების ფორმატში. რეკომენდაციების საბოლოო პაკეტი შემუშავებული იქნა „USAID-ის G-3” პროგრამის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის „კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში“ ფარგლებში.

 

დადგენილება შვიდი მუხლისგან შედგება, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტებს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. დადგენილება 2013 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა, რომლის ვალდებულებები ვრცელდება კონკრეტულ ადმინსტრაციულ ორგანოებზე.

 

  • კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე (ვებ-გვერდებზე).

 

  • ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება დადგენილების დანართით (ნუსხა) გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ არის შექმნილი და რომელიც, თანაბრად და საფასურის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პირისთვის.

 

  • პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა, ის მინიმალური სავალდებულო ინფორმაციაა, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის, გეგმების, დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ქონების პრივატიზაციის გამჭვირვალობას.

 

  • ადმინისტრაციული ორგანო აგრეთვე უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.

 

  • მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ დადგენილება, ასევე, ადგენს, რომ პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

 

  • დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან განათავსონ ინფორმაცია იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი ჩამოტვირთვა, ბეჭდვა, კოპირება.

 

  • დადგენილებით განსაზღვრულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია. 2013 წლის 1 სექტემბრიდან დგინდება საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის წესი. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ელექტრონული განცხადებების რეგისტრაცია და ავტომატური დადასტურების სისტემის შექმნა.

 

  • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.

 

  • დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები).
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიააკადემიასთან დავა სასამართლოს მეორე ინსტანციამაც IDFI-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა

22.10.2021

IDFI საერთაშორისო ქსელის - გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP) წევრი გახდა

22.10.2021

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

20.10.2021

საქართველო კანონის უზენაესობის 2021 წლის ინდექსში

20.10.2021
განცხადებები

IDFI საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმიანება

18.10.2021

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს მოსმენების ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემოწმებისკენ მოუწოდებს

27.09.2021

IDFI ფარული მასალების გავრცელებას ეხმიანება

17.09.2021

IDFI-ის განცხადება გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით

08.09.2021
ბლოგპოსტები

ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები

20.10.2021

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

06.10.2021

სიკვდილი, როგორც საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნარატივი საქართველოში

29.09.2021

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა - სისტემური გამოწვევა საქართველოსთვის

16.09.2021