განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი 29 ივლისი 2021

განვითარებადი ეკონომიკის და დაბალი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, განათლების სექტორი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი საქართველოს მასშტაბით, COVID-19 პანდემიის და დისტანციური სწავლების ფონზე. პროექტის  მიზანს წარმოადგენს არსებული გამოწვევების შეფასება და საპასუხო ღონისძიებების შეთავაზება დაინტერესებული მხარეებისათვის.

 

PISA-ს ქულების გათვალისწინებით (70-ე ადგილი 78 ქვეყნიდან) საქართველოს განათლების სექტორის შედეგები საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია. სექტორის ზოგადი გამოწვევები მოიცავს: საჯარო სკოლებში მასწავლებლების საშუალო ასაკის ზრდას და დაბალ ხელფასებს, რაც მასწავლებლობის როგორც პროფესიის მიმზიდველობას ამცირებს. დღეისათვის არსებული გამოწვევებია სკოლების დაბალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაცია. გარდა ამისა, სექტორის მთავარი გამოწვევაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და არ აქვს წვდომა შესაბამის ლიტერატურასთან და სასწავლო მასალებთან. ასევე, COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და შესაბამისმა უსაფრთხოების წესებმა გამოიწვია სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის შემცირება რაც უარყოფითად აისახა სასწავლო პროცესის ეფექტიანობაზე.

 

განათლების სექტორში სტრატეგიული დაგეგმვა აუცილებელია, რადგან განათლება ადამიანურ კაპიტალში მნიშვნელოვანი ინვესტიციაა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. განათლება აუცილებელია, როგორც ფინანსური სტაბილურობის, ასევე სოციალური უზრუნველყოფისა და ქვეყნის კეთილდღეობის მისაღწევად. განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და საგანმანათლებლო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლისთვის მაღალი ხარისხის მდგრადი შედეგების მიღების შესაძლებლობას.

 

COVID-19 პანდემიის ფონზე განათლების სექტორში საჯარო მომსახურების ხარისხისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტის გუნდმა კვლევის განსახორციელებლად შეიმუშავა შემდეგი ნაბიჯები:

 

- მკვლევარების გუნდმა ჩაატარა ზოგადი განათლების სექტორის წინასწარი ანალიზი და შეიმუშავა კვლევის სტრუქტურა. შეგროვებული მონაცემები, გამოყენებული იყო თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზისთვის.

 

- პროექტის გუნდმა გამოითხოვა 22 სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია: რეგულაციებთან, სასწავლო პროცესთან და მასწავლებელთა ტრეინინგებთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებზე, COVID-19 პანდემიის განმავლობაში. ინფორმაცია გამოთხოვილი იყო: საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროდან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან და მაწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრიდან.

 

- COVID-19 პანდემიის საპასუხოდ,მთავრობის რეაგირების შესაფასებლად და COVID-19 პანდემიის პერიოდში გაწეული ფინანსური ხარჯების გასაანალიზებლად, მკვლევარების გუნდმადაიწყოგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მისი დამხმარე საჯაროორგანიზაციების მონიტორინგი,მთავრობის ელექტრონული შესყიდვების პორტალისსაშუალებით. მონიტორინგი მოიცავს 2019, 2020 და 2021 წლებს.

 

- ჩატარდა მასწავლებლების, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ფოკუს-ჯგუფები თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან, და COVID-19-ით განპირობებული გამოწვევები გაანალიზდა ფოკუს ჯგუფის მონაწილეების გამოხმაურების საფუძველზე. ფოკუს ჯგუფებთანშეხვედრის შემდეგ, პროექტის გუნდმაშეიმუშავა ინტერნეტ კითხვარი და გაავრცელა ფართო აუდიტორიაში. შედეგები გაანალიზდადაასახულიაკვლევაში.

 

ინტერნეტმა და ციფრულმა ტექნოლოგიებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს COVID-19 პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების შესამსუბუქებლად. გადაადგილებაზე შეზღუდვების გამო, მოსახლეობის უმეტესობისთვის საგანმანათლებლო პროცესი ნაწილობრივ ან მთლიანად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ტარდებოდა გაკვეთილები საშუალო განათლების საფეხურზე. შესაბამისად, მოთხოვნა კერძო და საჯარო სერვისების დისტანციურ მიწოდებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

ინტერნეტთან წვდომის ნაკლებობა მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა ადამიანებისთვის, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ამ კუთხით დღესაც მრავალ გამოწვევას აწყდება. ეს ანგარიში შეეცდება გამოიკვლიოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხარისხი ქვეყანაში, იმ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით რაც შეაგროვა და გამოაქვეყნა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) და სხვა შესაბამისმა წყაროებმა. 

 

COVID-19 პანდემიის გამო ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები და სხვა აქტივობები ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით ჩატარდა. მასწავლებლების, მშობლებისა და სკოლის წამომადგენლობითი ორგანოსგან მიღებული ცოდნა და გამოხმაურება სექტორის შესახებ ასახულია კვლევის შედეგებში და რეკომენდაციებში.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გეგმავს გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებით და ფართო აუდიტორიისთვის კვლევის შედეგების გაცნობით.

 

ძირითადი მიგნებები

 

- საქართველოს მიერ განათლების სექტორისთვის გამოყოფილი რესურსების  წილი მშპ-თან მიმართებაში 4.1%-ს შეადგენდა 2020 წელსდა ჩამოუვარდება ევროკავშირისა და OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, 5%-ს და 4.7%-ს.

 

 

- PISA-ს შედეგებით წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა, და მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს.  ხოლო მსოფლიო ბანკის “ადამიანური კაპიტალის ინდექსი“ გვიჩვენებს რომ საქართველოს სკოლის მოსწავლეებში მოსალოდნელი პროდუქტიულობა ყველაზე დაბალია რეგიონის და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.  

 

- საქართველოში მასწავლების საშუალო ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს და მასწავლებლის პროფესია უფრო ნაკლებად მიმზიდველია. შედეგად მასწავლებლების რაოდენობა მცირდება და საშუალო ასაკი იზრდება.

 

- 8,247-მა მოსწავლემ მიატოვა სკოლა 2019/2020 სასწავლო წელს. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი და საბაზო განათლება საქართველოში აუცილებელია, იმ მოსწავლეების თითქმის ნახევარი ვინც სწავლა მიატოვა, მეათე კლასის ქვემოთ იყო.

 

- პროფესიული პროგრამები სრულად ვერ პასუხობენ შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ევროკავშირში მოსწავლეების თითქმის ნახევარი პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევს მე-9 კლასის შემდგომ, საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ია.

 

 

 

- ეკონომიკურ ზრდასთან ერთად კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიამ და მშპ-ს -6.2%-იანმა ვარდნამ 2020 წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა -5%-ით შეამცირა. დღეისათვის მოსწავლეების თითქმის 90% საჯაროს სკოლაში სწავლობს.

 

- საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლება პანდემიამდე არასდროს გამოუყენებიათ და  ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ახალ გამოწვევას. 2020 წელს, შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა. დისტანციური სასწავლო პროგრამა TEAMS-ით კი მასწავლებლებისა და მოსწავლეების 11%-ს საერთოდ არ უსარგებლიათ.

 

 

 

- დისტანციური სწავლების პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს სოფლებში და რეგიონებში, მსხვილ ქალაქებთან შედარებით. სოფლებში შინამეურნეობების წილი, ვისაც არ ჰქონდათ კომპიუტერი და ინტერნეტი 68%-ს და 26%-ს შეადგენდა, შესაბამისად. თუმცა, იმავე პერიოდში, შინამეურნეობების წილი ქალაქებში ანალოგიური გამოწვევებით 24% და 9% იყო, შესაბამისად. 

 

 

 

- 473 სოფელი და საერთო ჯამში 2,000-მდე დასახლება ჯერ კიდევ ელოდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს გამოცხადებული “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” ფარგლებში უნდა მიეღოთ.

 

- რეგიონები უფრო მეტად არიან დამოკიდებული საკლასო განათლებაზე. COVID პანდემიის რისკების მიუხედავად სოფლებში მაცხოვრებელი მოსწავლეების 75%, ხოლო ქალაქში მაცხოვრებლების 46% დაუბრუნდა საკლასო ოთახებს.

 

 

- ჩვენი შეფასებით, 100 მლნ ლარამდეა საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის მისაწოდებლად, რომ მათ დისტანციურ სწავლების პლატფორმასთან წვდომა ჰქონდეთ.

 

- ჩვენი შეფასებით, სასწავლო პროცესის შეფერხებით გამოწვეული დანაკარგების დღევანდელი ღირებულება საქართველოს ეკონომიკისათვის დაახლოებით 55 მლრდ ლარამდეა.

 

COVID-19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისათვის. შესაბამისად, აუცილებელია საკითხის განხილვა, სხვადასხვა პროფესიული პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დონეზე და სასწრაფო წესით ქმედითი პოლიტიკის შემუშავება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ახალი სასწავლო წლის დაწყება დისტანციური სწავლების საშუალებით და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე საკმაოდ დიდ დანაკარგებს მივიღებთ. ასევე, არსებითია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტექნიკური დახმარება, რომ ვუზრუნველყოთ სწავლის ელემენტარული პირობებით.

 

/public/upload/Analysis/covid_19_and_the_georgian_eductation_sector.pdf

 

 

კვლევა განხორციელდა "ღია საზოგადოების ფონდების" (OSF) მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესება საქართველოს განათლების სისტემაში“ ფარგლებში. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ფონდების" (OSF) პოზიციებს. OSF არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023