OGP-ს შესახებ ჩატარებულ კონფერენციაზე შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები შვიდი ქვეყნიდან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 ივლისი 2013

2013 წლის 25 აპრილს ეროვნული უსაფრთხოების არქივმა (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, DC) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩაატარეს ორდღიანი კონფერენცია სასტუმრო კოპალაში თბილისში. კონფერენცია ეხებოდა ინფორმაციის თავისუფლების საკითხებს “ღია მმართველობის პარტნიორობის” ინიციატივასთან მიმართებაში, და მას დაესწრო ოცდახუთი მონაწილე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და საქართველოს რამდენიმე სამთავრობო დაწესებულების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ადვოკატები, ჟურნალისტები და ექსპერტები შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ კონფერენციას: აშშ, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, უკრაინა და საქართველო. კონფერენციაზე იყო რამდენიმე ჟურნალისტი. დამსწრეთა შორის ოყო შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) (G-3) პროგრამის წარმომადგენელი, მაია გოგოლაძე. USAID ძალიან აქტიურადაა ჩართული OGP-ს იმპლემენტაციის პროცესში.

 

ღონისძიება გაიხსნა ეროვნული უსაფრთხოების არქივის წარმომადგენლის, სვეტლანა სავრანსკაიას და IDFI-ს დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის მისასალმებელი სიტყვით. ეს არის რიგით მეოთხე კონფერენცია, რომელსაც საქართველოში ორგანიზება გაუწიეს IDFI-მ და ეროვნული უსაფრთხოების არქივმა და რომელზეც შეიკრიბა მონაწილეების უმეტესობა წინა კონფერენციიდან, თუმცა მას ესწრებოდნენ ახალი სახეებიც. ექვს სესიად დაყოფილი დღის წესრიგი ძირითადად ეხებოდა ქვეყნების სამოქმედო გეგმების ხარისხისა და იმპლემენტაციის საკითხებს, პირველ რიგში კი იმას, თუ რა სახის გავლენა აქვთ მათ ინფორმაციის თავისუფლების პრაქტიკაზე.

 

პირველი სესიაში, რომელსაც თავმჯდომარეობას უწევდა ქალბატონი სვეტლანა, ტომას ბლანტონმა, გიორგი კლდიაშვილმა, ივან პავლოვმა და გერგანა ჯულევა ისაუბრეს ზოგადად ღია მმართველობის პარტნიორობის და მისი იმპლემენტაციის შესახებ მათ ქვეყნებში. ბატონმა ტომასმა, ეროვნული უსაფრთხოების არქივის დირექტორმა, გააკეთა პრეზენტაცია ზოგადად OGP-ს შესახებ, რომელშიც მან ისაუბრა მსოფლიოს გარშემო ინიციატივის ამჟამინდელი სტატუსის შესახებ, კერძოდ კი იმ ქვეყანათა რაოდენობის შესახებ, რომლებიც შეუერთდნენ პარტნიორობას, და მისი მიზნებისა და მისიის შესახებ.

 

გიორგი კლდიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ინიციატივის საქართველოში იმპლემენტაციის საკითხებზე. თავის პრეზენტაციაში მან ისაუბრა სამოქმედო გეგმის შექმნის პროცესის შესახებ, და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ იგი შეიქმნა იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმა იყო საკმაოდ ამბიციური და შეიცავდა ორ წლის ვადაზე გაწერილ ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შესრულდნენ მოკლე ვადაში. რუსუდან მიხელიძემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ასევე მიიღო მონაწილეობა დისკუსიაში და ისაუბრა მთავრობის მიერ ამ დრომდე ჩატარებული საქმიანობისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

 

წინა პრეზენტაციას გამოეხმაურა ივან პავლოვი, ინსტიტუტის ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისთვის თავმჯდომარე, რომელმაც თავის პრეზენტაციაში ისაუბრა რუსეთში OGP-სა და მის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ. პირველ რიგში მან ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, და ამ შემთხვევაშიც აღინიშნა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების პირობებში. ექვსმა კომპეტენტურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაუგზავნა მთავრობას თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები, რომლების უმეტესობაც შევიდა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. იგი მოგვიანებით შეაფასეს საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებმაც გეგმას უწოდეს ამბიციური და რეალისტური.

 

სესიის ბოლო მომხსენებელი იყო გერგანა ჯულევა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ისაუბრა ბულგარეთში ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ. ქალბატონმა გერგანამ აღწერა სიტუაცია ბულგარეთის მიერ სამოქმედო გეგმის მიღების წინ და მისი მიღების შემდეგ. ბულგარეთის მთავრობამ განიცადა სერიოზული პროგრესი 2000-დან 2011 წლამდე დროის პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მან შემოიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ და შექმნა ინტერნეტ რესურსები, რომლებზეც შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება. როდესაც ბულგარეთის მთავრობამ გადაწყვიტე OGP-ს შეერთებოდა, გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული სფერო: საჯარო რესურსების ეფექტური მართვა და კორპორატიული პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება (აღსანიშნავია, რომ კორპორატიული ანგარიშვალდებულების საკითხი საერთოდ არ არის ჩართული საქართველოს სამოქმედო გეგმაში). სამოქმედო გეგმაში გამოკვეთილი იყო 33 ღონისძიება, რომელთა იმპლემენტაციის საბოლოო ვადაა 2013 წლის დასასრული. თუმცა, ცვლილებების მიუხედავად, ქალბატონმა გერგანამ მაინც გააკრიტიკა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია სამოქალაქო ჩართულობის დეფიციტისა და ამ ჩართულობის ინსტიტუციური მექანიზმების არარსებობის, თანამშრომლობის ნაკლებობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაკოორდინირებელი დამოუკიდებელი ორგანოს არარსებობის გამო.

 

მეორე სესიას თავმჯდომარეობას უწევდა ლევან ავალიშვილი, ინფორმაციის თავისუფლების ექსპერტი IDFI-დან. სესიის პირველი მომხსენებელი იყო ოლექსი ხმარა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – უკრაინის პრეზიდენტი. ძალიან საინტერესო პრეზენტაციაში ბატონმა ოლექსიმ სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეადარა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმების იმპლემენტაცია ექვს ქვეყანაში: უკრაინაში, რუსეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და მოლდოვაში. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდებოდა შედარება, შეიცავდნენ იმპლემენტაციის პროგრესს, სამოქალაქო ჩართულობის დონესა და მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით სახელმწიფო კამპანიის ხარისხს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024