საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მომზადების ვადების დაცვა თბილისის საქალაქო სასამართლოში - 2015-2018 წლების პრაქტიკა

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები 8 მაისი 2019

საქართველოს საერთო სასამართლოების გადატვირთულობა წლებია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საქმის განხილვის გაჭიანურება გონივრულ ვადაში საქმის  განხილვის უფლების - სამართლიანი სასამართლოს უფლების - ხელყოფის რისკებს წარმოშობს. გარდა ამისა, საქმეთა სიჭარბემ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხსა და მათ დასაბუთებულობაზე. 

 

წინამდებარე კვლევის მიზანია აჩვენოს მოსამართლეთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მომზადების ვადების დაცვა/დარღვევა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დატვირთული სასამართლოა.

 

ძირითადი მიგნებები

 

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესი“ თავისი შინაარსით უმეტესად ორიენტირებულია მთლიანად სასამართლო სისტემაზე და არა ცალკეულ მოსამართლეზე. შესაბამისად, იკვეთება ორი განსხვავებული პროცესის - სასამართლო სისტემის ხარისხის შეფასებისა და ინდივიდუალური მოსამართლეების პროფესიული შეფასების აღრევა.

 

- მოსამართლეთაშეფასების მოქმედი წესი არაეფექტურია როგორც ინდივიდუალური მოსამართლის საქმიანობის, ასევე მთლიანად სასამართლო სისტემის შეფასებისა და მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის.

 

- შეფასების წესით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემები არ იძლევა სრულყოფილ სურათს სასამართლოს დატვირთულობისა და სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს დამტკიცებული თითოეულ სასამართლოში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის წესი და მეთოდოლოგია, რაც მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლიდან 2018 წლის 1-ლი ნახევრის ჩათვლით, 51 561 დასრულებული სამოქალაქო საქმიდან საქმის განხილვის საპროცესო ვადები 4 660 საქმეზე დაირღვა.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლიდან 2018 წლის 1-ლი ნახევრის ჩათვლით, 15 451 დასრულებული ადმინისტრაციული საქმიდან საქმის განხილვის საპროცესო ვადები 5 601 საქმეზე დაირღვა.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლიდან 2018 წლის 1-ლი ნახევრის ჩათვლით, გადაწყვეტილებების მომზადების ვადები ძირითადად ადმინისტრაციულ საქმეებზე დაირღვა.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლიდან 2018 წლის 1-ლი ნახევრის ჩათვლით, 15 349 ადმინისტრაციული საქმიდან გადაწყვეტილების მომზადების ვადები  4 123 საქმეზე დაირღვა.

 

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული სტატისტიკა არ მოიცავს ინფორმაციას საქმეთა განხილვის გაჭიანურების ხანგრძლივობის შესახებ, შესაბამისად, უცნობია, წარმოადგენს თუ არა ვადის გადაცილება იმგვარ დარღვევას, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფის რისკს წარმოშობს.

 

- საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქმეთა რაოდენობრივი მაჩვენებელი და სისტემა არ ითვალისწინებს საქმის წონას და სირთულეს. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მოსამართლეთა შორის საქმეები წონის მიხედვით არ იყოს თანაბრად განაწილებული, რაც მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

 

მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი ფუქციაა. საბჭომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს ვადების დაცვის/დარღვევის თაობაზე ინფორმაცია, მათ შორის, საქმეთა გაჭიანურების ხანგრძლივობა, ასევე სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლები. ამ მონაცემების დამუშავების შედეგები პერიოდულად უნდა გამოქვეყნდეს იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის თაობაზე.

 

ვადების დაცვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015-2018

 

 

/public/upload/Deadline Compliance in Tbilisi City Court.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024