საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი 24 მარტი 2022

რუსეთის მხრიდან გამოვლენილმა აგრესიამ უკრაინის მიმართ და რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. მიმდინარე მიმოხილვაში, მოცემულია საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნის და მეგობარი ქვეყნის ეკონომიკების მიმართ. კვლევა ასახავს: ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ენერგეტიკული ბაზრის არსებულ მდგომარეობას და მოსალოდნელ დინამიკას.

 

საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შეფასება მოგვცემს საშუალებას მოვახდინოთ მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და ხელი შევუწყოთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას. არსებული შესაძლებლობების გამოვლენა დაგვეხმარება უფრო მეტად მოვახდინოთ კონცენტრირება ქვეყნისათვის საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე და გავზარდოთ საჯარო პოლიტიკის ეფექტურობა, რომ დავძლიოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევები.

 

კვლევაში განხილული საშუალო სცენარი არ მოიაზრებს რუსეთისათვის, როგორც აგრესორი ქვეყნისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას საქართველოს მხრიდან და განხილულია ეკონომიკური ზეგავლენა არსებული სანქციების პირობებში. შეზღუდვების სცენარი განიხილავს შესაძლებლობას საქართველომ დაუწესოს სავიზო რეგულაციები რუსეთის მოქალაქეებს გაზრდილი საფრთხეების პირობებში, და მოახდინოს მონიტორინგი კაპიტალის თავისუფალ მოძრაობაზე. აღნიშნულს მოსალოდნელია მოჰყვეს შეზღუდვები ვაჭრობის მიმართულებით.

 

საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელი დანაკარგები რუსეთისათვის დაწესებული დამატებითი შეზღუდვების გარეშე -114 მლნ. აშშ დოლარს აღწევს და დამატებითი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, რომელიც უსაფრთხოების და ეკონომიკის დივერსიფიცირების ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, ეკონომიკის დანაკარგებს -500 მლნ. აშშ დოლარამდე ზრდის. -386 მლნ. აშშ დოლარის დამატებითი დანაკარგი, რომელიც 2021 წლის მშპ-ს მხოლოდ 2%-ს შეადგენს, შესაძლებელია ანაზღაურდეს დასავლეთის პარტნიორებთან საქართველოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობით. 

 

მოკლე შეჯამება

 

2022 წელს საქართველოს ეკონომიკამ მოსალოდნელია დაახლოებით -114 მლნ. აშშ დოლარით იზარალოს საშუალო სცენარით და -500 მლნ. აშშ დოლარით შეზღუდვების სცენარით. ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ინვესტიციების კლებას აკომპენსირებს ფულადი შემოდინებების ზრდა ტურიზმის სექტორში და იმპორტის შემცირება, რომელიც ამცირებს ფულად გადინებას ქვეყნიდან.

 

2022 წელს, ექსპორტი მოსალოდნელია დაახლოებით 7%-ით შემცირდეს (-300 მლნ. აშშ. დოლარი), 2021 წელთან შედარებით. შემცირება ძირითადად რუსეთის (-50%), ბელარუსის (-33%) და უკრაინის (-50%) მიმართულებით არის მოსალოდნელი. სხვა ქვეყნებში ექსპორტის ზრდა მცირედით შეარბილებს შემცირების ეფექტს. შეზღუდვების სცენარის შემთხვევაში ექსპორტი -525 მლნ. აშშ დოლარით შემცირდება.

 

2022 წელს, ექსპორტის შემცირებასთან ერთად მოსალოდნელია იმპორტიც შემცირდეს დაახლოებით 174 მლნ. აშშ დოლარით (-450 მლნ. აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება და შემცირებული ეკონომიკური აქტივობა ამცირებს იმპორტს. თუმცა, ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტების რაოდენობა და ხანგრძლივობა მცირედით აკომპენსირებს აღნიშნულ შემცირებას.

 

მიმდინარე წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების თითქმის განულების შემთხვევაშიც კი საქართველოს ეკონომიკას 89 მლნ. აშშ დოლარზე მეტი არ დააკლდება საშუალო სცენარით (-116 მლნ. აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით) და ჯამში ფულადი გზავნილები 4%-ზე მეტად არ შემცირდება. რუსეთზე დამოკიდებულება ფულადი გზავნილების შემთხვევაში მკვეთრად მცირდება 2008 წლიდან. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 65%-დან 16%-მდე შემცირდა აღნიშნულ პერიოდში და მოსალოდნელია კიდევ უფრო შემცირდეს 2022 წელს.

 

ტურიზმის სექტორის შემოსავლები მოსალოდნელია +456 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდოს 2022 წელს (+153 მლნ. აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით), 2021 წელთან შედარებით. ჯამურმა შემოსავალმა მოსალოდნელია 1.7 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინოს (რუსეთის მოქალაქეების წილი 27%). იზრდება შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა და დარჩენის ხანგრძლივობა.

 

რუსეთიდან იმპორტირებული ელ. ენერგია მეზობელი და მეგობარი ქვეყნებიდან შეიძლება ჩანაცვლდეს. ელ. ენერგიის იმპორტი რუსეთიდან ჯამურ მოხმარებაში 9%-ს შეადგენდა 2021 წელს და მოსალოდნელია უმტკივნეულოდ ჩანაცვლდეს მეგობარი ქვეყნებიდან იმპორტის ზრდის ხარჯზე.

 

რეგიონში გაზრდილი რისკების შედეგად მოსალოდნელია მიმდინარე წელს ინვესტიციების შემცირება -350 მლნ. აშშ დოლარით (-450 მლნ. აშშ დოლარი შეზღუდვების სცენარით), რაც შეიძლება დაკომპენსირდეს აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან გაზრდილი ინტეგრაციის ხარჯზე.


რეკომენდაციები

 

რუსეთიდან იმპორტის ჩანაცვლება მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებისათვის და მთავრობის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება დამოკიდებულია საექსპორტო საქონლის ხარისხის ზრდაზე, ახალი ბაზრის მოძიებაზე და მნიშვნელოვან ხელშეწყობას მოითხოვს.

 

ექსპორტის კონცენტრაციის ინდექსის მიხედვით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება მკვეთრად გაზრდილია 2012 წლიდან. აღნიშნული ევროკავშირის ბაზრის ჩანაცვლების ხარჯზე განხორციელდა. შესაბამისად, მეწარმეები მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ და მოსალოდნელია მნიშვნელოვანი დანაკარგები მიიღონ მიმდინარე წელს.

 

აუცილებელია ქვეყანამ დააჩქაროს ევროკავშირთან ინტეგრაცია და გადადგას ქმედითი ნაბიჯები საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ.

 

არასტაბილური პოლიტიკური გარემო, ინვესტორებთან არსებული სამართლებრივი დავები, შეფერხებები მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის ნაკლებობა და ქვეყნიდან გადინება ქვეყანას ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველად წარმოაჩენს და მნიშვნელოვნად ამცირებს სივრცეს რუსეთიდან გადინებული კაპიტალის ჩვენი ქვეყნის მიმართ დაინტერესების.

 

2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად არის შემცირებული და ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესებულია ბოლო წლებთან შედარებით. ასევე, რეგიონში გაზრდილი რისკების შესაბამისად მოსალოდნელია ინვესტიციების დამატებით შემცირება 2022 წელს.

 

მნიშვნელოვანია დაწესდეს მკაცრი მონიტორინგი კაპიტალის თავისუფალ მოძრაობაზე აგრესორ ქვეყანასთან მიმართებით და შესაბამისი შეზღუდვები არსებული საფრთხეების საპასუხოდ.

 

საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა სექტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების პარალელურად, საქართველოს მიმართ იზრდება რეპუტაციული რისკები და ფულის გათეთრების საფრთხე. აღნიშნული შესაძლოა ქვეყნისათვის გაცილებით დიდი ზარალის საფრთხეს შეიცავდეს, ცალკეულ შეზღუდვებთან შედარებით.

 

ევროკავშირმა, გაერთაინებულმა სამეფომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ აკრძალეს ყველანაირი ტრანზაქციები რუსეთთან. სანქციები შეეხო რუსეთის ბანკებს, რომლებიც გამოეთიშნენ SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან. ამავდროულად, იაპონიის, ახალი ზელანდიის, ტაივანისა და ავსტრალიის სახელმწიფოებმა შემოიღეს შეზღუდვები აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს ვაჭრობის შეწყვეტასა და სხვა და სხვა ეკონომიკურ სანქციებს რუს ოლიგარქებზე.

 

/public/upload/Analysis/challenges_of_the_georgian_economy_aganst_the_background_of_international_sanctions_against_russia_Geo.pdf

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024