კამპანია „ეს შენ გეხებას“ განცხადება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინიციატივაზე
ამპანია „ეს შენ გეხება“ მიიჩნევს, რომ მსგავსი მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. კამპანია მოუწოდებს საკანონდებლო ორგანოს, პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო წესრიგს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს წარმოადგენს.