კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ მადლობას უხდის ევროკავშირს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებისთვის

განცხადებები 2 თებერვალი 2017

 

დღეს ევროპის პარლამენტმა კიდევ ერთხელ აღიარა ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფება ევროპისაკენ და საბოლოო კენჭისყრით მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას. უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპაში უვიზოდ იმოგზაურონ. კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მადლობას უხდის ევროპულ ოჯახს და მიესალმება ამ გადაწყვეტილებას.

 

 

ევროკავშირმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი მოთხოვნები, შესაბამისად, საქართველომ  ევროპას და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ შეუძლია ეფექტური რეფორმების გატარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებსა და მიზნებს ეხება.

 

 

ამ გადაწყვეტილებით საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით კონკრეტულ სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული, მათ შორის ოკუპირებულ ტერიორიებზე მცხოვრები, მოქალაქე. აღნიშნული ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოსა და ევროკავშირის ხალხთა შორის კულტურული და პირადი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე სტიმული იქნება ტურიზმისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისათვის.

 

უვიზო მიმოსვლა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაკმაყოფილდეს ამ მიღწევით, საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები და დაიწყოს საუბარი ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების პერსპექტივაზე.

 

 

დღევანდელი დღე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითოეული ღირსეული მოქალაქის, საჯარო მოხელის თუ კონკრეტული პოლიტიკოსის თანმიმდევრული და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.  წარსულშიც და მომავალშიც საქართველოს წარმატება საერთო მიზნის მისაღწევად საზოგადოების კონსოლიდაცის და გაერთიანების საფუძველზე იყო და არის შესაძლებელი. ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ქვეყნის ისტორიული ევროატლანტიკური არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მიმართ ერთგულება, რაც მომავალში ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გარანტი გახდება.

 

"კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” არის 23 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, რომლის მიზანია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  პროცესის  მხარდაჭერა.

 

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები არიან :

 

1.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia

2.  სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency

3.    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy

4.    ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation

5.    საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

6.    საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia

7.    საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association

8.    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  - Institute for Development of Freedom of Information

9.    ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center

10.  მწვანე ალტერნატივა - Green Alternative

11.  საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development

12.  მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation

13.  საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia

14.  საზოგადოება და ბანკები  - Society and Banks

15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies

16.  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative

17.  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics

18.  სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies

19.  კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center

20.  ხმა საქართველოდან - Voice from Georgia

21.  ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi

22.  კავშირი საფარი - Union Safari

23.   მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024