14 დეკემბერს გაიმართება „ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა“ კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 14 დეკემბერი 2015

2015 წლის 14 დეკემბერს, 18:30 საათზე, რუმს ჰოტელ თბილისში, გაიმართება კონკურსის ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა" მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის მიზანი იყო საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება. კონკურსანტებმა მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ღიაობის ტრენინგებში და შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს. კონკურსის ბოლოს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობდა საკანონმდებლო საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდას, პარლამენტის ღიაობასა და მოქალაქეთა ჩართულობას. კონკურსში მონაწილეობა დაახლოებით 40-მა სტუდენტმა მიიღო, რომელთაგან 15-მა წარმოადგინა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით ინიციატივები. დახურვის ცერემონიაზე კონკურსის მონაწილეებს ჯილდოებს გადასცემენ საქართველოს პარლამენტის, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფენ შთორქი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპი, საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი გუგული მაღრაძე და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. კონკურსის საუკეთესო ინიციატივების ავტორები დაჯილდოვდებიან ქინდლითა და წიგნის შესაძენი სასაჩუქრე ბარათებით.


უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიამდე, 13:30 საათზე, რუმს ჰოტელ თბილისში, გაიმართება საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში ჩართულობის ერთწლიანი შედეგები. შეხვედრაში, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი - თამარ კორძაია, რომლის უშუალო ჩართულობით საქართველოს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტში შესატან ცვლილებას ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო საბჭოს შექმნის იდეა, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით პარლამენტის განსახორციელებელი ვალდებულებაა, ეკუთვნის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI). საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი 2015 წლის დასაწყისში შეიქმნა და მათი მიზანი იყო ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომლის საბოლოო რედაქცია პარლამენტის ბიურომ 2015 წლის 17 ივლისს დაამტკიცა.


პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმატებული თანამშრომლობის დადასტურებაა მექსიკაში, 2015 წლის 27-29 ოქტომბერს გამართულ ღია მმართველობის გლობალურ სამიტზე, საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ჩემპიონთა ჯილდოთი დაჯილდოება.


14 დეკემბრის შეხვედრაზე ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს ინიციატივების იმპლემენტაციის გზებს, ისინი ისაუბრებენ თუ როგორ ესახებათ საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში 2015-2016 გაწერილი ვალდებულებების განხორციელება.


შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


კონკურსი „ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა“, ასევე, საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, ხორციელდება პროექტის ,,ღია მმართველობის ინიციატივაში" საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში, რომელსაც IDFI 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2015-2016 წლებზეა გათვლილი და 18 ვალდებულებას მოიცავს მოქალაქეთა ჩართულობის, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაძლიერების კუთხით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024