ახალი პარლამენტის მშენებლობის ხარჯები და დაფინანსების სქემა

სიახლეები 10 დეკემბერი 2012

 

დღეს, 15:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  (IDFI)  მედიის წარმომადგენლებს ახალი პარლამენტის მშენებლობის დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია და ანალიზი წარუდგინა, რომელიც  ფინანსთა სამინისტროდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  მომზადდა.  
სახელმწიფო მომსახურების ბიუროდან მიღებული ინფორმაციით მთლიანობაში ქალაქ ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის მშენებლობისთვის 347 194 772 ლარია გადარიცხული.

2011 წლიდან საქართველოს პარლამენტის მშენებლობის დამკვეთად განისაზღვრა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“, რომელიც 50 ლარის საწესდებო კაპიტალით შეიქმნა. დღეს მისი კაპიტალი, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მისთვის საკუთრებაში გადაცემული სახელმწიფო  ქონების საშუალებით დაახლოებით 190 მილიონ ლარს შეადგენს. საქართველოს პარლამენტის მშენებლობისთვის აუცილებელი თანხების მობილიზება სახელმწიფო ქონების გაყიდვით მოხდა
მიღებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ  პარლამენტის მშენებლობისთვის ყველაზე მსხვილი თანხა მობილიზებული იქნა  სააქციო საზოგადოება “ხრამჰესის” აქციების 100% 99 774 000 ლარად გაყიდვით. აღსანიშნავია, რომ “ხრამჰესი” შეიძინა კომპანია GARDABANI HOLDINGS B.V. რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის რუსეთის მსხვილ სახელმწიფო ჰოლდინგს ЗАО “ИНТЕР РАО ЕЭС”.

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ახალი შენობების მშენებლობას ახორციელებდნენ და საკმაოდ მსხვილ ფინანსურ მოგებას იღებდნენ  მაღალი თანამდებობის პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები: შპს „მენო ინტერნეიშენალი რომლის 33 % -იანი წილის მფლობელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი  და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი, კომპანიის 100% წილს დასაქმების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე ფლობს.


შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით პარლამენტის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისათვის შპს „მენო ინტერნეიშნლ“-სთვის გადარიცხული თანხა შეადგენს 216 470 114,58  ლარს, ხოლო „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ 34 797 370,52 ლარის ოდენობის ტრანსფერი მიიღო.


IDFI –ს მიერ მომზადებული ანალიზი  პარლამენტის მშენებლობის დაფინანსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე.


სტატია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა" - www.opendata.ge ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024