ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ

სიახლეები | ტრენინგები 15 მარტი 2017

9-11 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა (MSDC) რეგიონალური ორგანიზაციებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგები ჩატარდა პროექტის - ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“- ფარგლებში.

 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა რეგიონალურმა ორგანიზაციებმა: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA), ასოციაცია „დეა“, დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM), მეგობრობის ხიდი ქართლოსი, მწვანე კავკასია, რეგიონის განვითარების ცენტრი (RDC), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი - ბათუმი (CSI), საუნჯე, სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი.

 

ტრენინგი მიზნად ისახავდა პარტნიორი რეგიონალური ორგანიზაციებისთვის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას. მომავალში მათ ამ მეთოდოლოგიით მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უნდა შეაფასონ. ტრენინგი გახსნეს CTC-ის დირექტორმა, ირინა ხანტაძემ და ვაკო ნაცვლიშვილმა, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის კოორდინატორმა. მათ მონაწილეებს გააცნეს პროექტის არსი და პარტნიორი ორგანიზაციების როლი მის წარმატებით განხორციელებაში. ტრენინგს IDFI-დან უძღვებოდნენ თეონა ტურაშვილი და გოგა თუშურაშვილი, CTC-დან - თამარ ნასყიდაშვილი და MSDC-დან -კოკა კიღურაძე.

 

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მეთოდოლოგიის შესახებ და გადაეცათ შემფასებელთა სახელმძღვანელო. მეთოდოლოგია სამი ნაწილისგან შედგება: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელ-მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციის ხარისხის შეფასების ინდიკატორებსა და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების საშუალებებს. 

 

3 დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს, როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. ტრენინგების დასასრულს ჩატარდა ტესტირება. ასევე, დაიგეგმა პროექტის შემდგომი აქტივობების კალენდარი.

 

პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდასა და კორუფციის რისკების შემცირებას თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესების გზით. პროექტის კონკრეტული მიზანია მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების სტანდარტის კონსოლიდირება და მის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების დანერგვა.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

13.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024