პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 30 აგვისტო 2024

რუსული კანონის აღსასრულებლად, 2024 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესი”. აღნიშნულ ბრძანების მიხედვით დამტკიცებული საფინანსო დეკლარაციის ფორმა, რომელიც თავის მხრივ 12 ნაწილისგან შედგება, ითვალისწინებს მაქსიმალურად დეტალიზირებული ფინანსური ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას, რაც შემდგომ მასტიგმატიზირებელ და ღირსების შემლახავ რეესტრში უნდა გამოქვეყნდეს. ფორმა მათ შორის ითვალისწინებს როგორც ორგანიზაციაში დასაქმებული, ასევე ორგანიზაციასთან ნებისმიერ ფინანსურ ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის სხვადასხვა სახის პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას. 

 

რუსული კანონით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის არსებული ფორმის დამტკიცების შემდეგ, ნეტგაზეთმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების თხოვნით. სამსახურმა ნეტგაზეთს განუმარტა რომ აღნიშნული ფორმა “შინაარსობრივი თვალსაზრისით თანხვედრაშია მონაცემთა დამუშავების მინიმიზაციის, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებთან”.

 

               წყარო : ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატია

 

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღნიშნული შეფასების გაცნობის შემდეგ, IDFI-მ სამსახურს მიმართა მათ მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით, იმ სახით როგორი ფორმითაც  გამოქვეყნება დაევალათ არასამეწარმეო და მედია ორგანიზაციებს რუსული კანონის შესაბამისად.  მაგალითად, IDFI-მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:

 


 - 2024 წელს თითოეულ თანამშრომელზე  გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობა (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე), შრომის ანაზღაურების მიმღები პირების პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიში) მითითებით;  

- 2024 წელს თითოეულ თანამშრომელზე  გაწეული სამივლინებო ხარჯების ოდენობა (მგზავრობა, სასტუმრო, დღიური ცალ-ცალკე) და მივლინების მიზანი. მივლინებაში მყოფი პირების პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიში) მითითებით;

- 2024 წელს გაწეული საკონსულტაციო, სანოტარო, თარჯიმნის და თარგმნის მომსახურების ხარჯების ჩამონათვალი,  შესაბამისი მომსახურების გამწევი პირების პირადი მონაცემების (სახელი, გვარი/სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, საბანკო ანგარიში) მითითებით;

 

-2024 წელს გაწეული სარეკლამო ხარჯების (სატელივიზიო, ბეჭდური, ინტერნეტ რეკლამა, ბრენდირებული აქსესუარები, გარე რეკლამა და სხვა სარეკლამო ხარჯები)  ჩამონათვალი შემსრულებელი კომპანიის/პირის, საიდენტიფიკაციო ნომერის, თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის, რეკლამის ტირაჟის/ხანგრძლივობის, ფართობის (ბეჭდური და ინტერნეტ რეკლამის შემთხვევაში) და ერთეულის ღირებულების (ლარი) მითითებით.

 

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ IDFI-ს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს და თანამდებობის პირებთან (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე) დაკავშირებული მონაცემების გარდა, ყველა სხვა თანამშრომელთან (და სხვა ფიზიკურ პირთან) დაკავშირებული ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა დეპერსონალიზირებული (დაშტრიხული) ფორმით.  ამასთან, მაგალითად თანამდებობის პირების შემთხვევაშიც არ იქნა წარმოდგენილი მათი საბანკო ანგარიშის ნომრები.

 

IDFI მიიჩნევს, რომ როგორც თავად რუსული კანონი, ასევე მის საფუძველზე შემუშავებული საფინანსო დეკლარაციის ფორმა არ შეესაბამება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. ამავდროულად, საყურადღებოა, რომ რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს უწესებს ისეთი პერსონალური ინფორმაციის წარდგენის და გასაჯაროების ვალდებულებას, რომელთა ხელმისაწვდომობაც კანონით შეზღუდულია, მაგალითად საჯარო სექტორთან მიმართებით. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის რეპრესიულ ბუნებას.

 

 

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024