ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად საჯარო კონსულტაციები გრძელდება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 აპრილი 2016

13 აპრილს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონაწილეობა მიიღო მარნეულში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის საჯარო კონსულტაციაში. შეხვედრაზე IDFI-ს წარმომადგენელმა თამარ ნადიბაიძემ მოქალაქეებს გააცნო IDFI-ს რეკომენდაციები ღია მმართველობის პარტნიორობის მესამე სამოქმედო გეგმისთვის (2016-2017).

 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მარნეულში არსებულ პრობლემებზე და მოსაზრებები გამოთქვეს ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებლად.


იმისათვის, რომ ინიციატივა მოხვდეს სამოქმედო გეგმაში, აუცილებელია, შეესაბამებოდეს OGP-ის 4 ძირითად პრინციპს:

 

1. ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობის ღიაობა;

2. ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება; 

3. მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

4. და საჯარო სერვისების ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარება.

 

საჯარო კონსულტაციები მაისის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები ხორციელდება აშშ-ს განვითარების სააგენტოს „კარგი მმართველობის ინიციატივის“ (USAID/Georgia Good Governance Initiative) მხარდაჭერით.

 

ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership, OGP) 2011 წელს შექმნილი საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნებიც იღებენ ვალდებულებას ებრძოლონ კორუფციას, დანერგონ ახალი ტექნოლოგიები მმართველობით პროცესში და უზრუნველყონ გამჭვირვალობა და მოქალაქეთა მეტი ჩართულობა.

 

საქართველო OGP-ს 2011 წელს შეუერთდა და უკვე რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. ამ პროცესს წინ უძღვება ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, რომლის თანა-თავმჯდომარე ორგანიზაციაც არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023